ორსულობა ქალის ცხოვრებაში არც ისე მარტივი პერიოდია. ხშირად, იმისათვის, რომ შვილი გააჩინონ, დედები საკუთარ ჯანმრთელობას სწირავენ და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. სტატიაში მოთხრობილია იმ ცნობილ ქალებზე, რომლებიც ორსულობის დროს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდნენ.
ზოგჯერ, ერთ ბავშვზე ორსულობაც რთულია, რომ არაფერი ვთქვათ ტყუპზე. 2017 წელს მომღერალმა ორსულობის დროს ძალიან ბევრი სირთულე გაიარა.
"მშობიარობის დღეს 99 კილოგრამს ვიწონიდი. მქონდა მაღალი წნევა, განმივითარდა ტოქსიკოზი, პრეეკლამპსია. რამდენჯერმე ერთ-ერთი ბავშვის გულისცემაც აღარ ისმოდა. ჩემს ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრებოდა და ჩემი შვილებისაც. ამიტომ, გადაუდებელი საკეისრო კვეთა გამიკეთეს. ამის შემდეგ ბავშვებთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მრავალი კვირა გავატარე. ჩემმა სხეულმა იმაზე მეტს გაუძლო, ვიდრე წარმომედგინა."- თქვა ბიონსემ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
კიმ კარდაშიანს ორი უმცროსი შვილი სუროგატმა დედებმა გაუჩინა. ექიმებმა თქვეს, რომ თავად უბრალოდ ვეღარ შეძლებდა ამ გზის კიდევ ერთხელ გავლას, რადგან პირველი ორი ორსულობის დროს კარდაშიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. რეალითი შოუს ვარსკვლავმა ორსულობის დროს პრეეკლამპსია გადაიტანა, რაც საშიშია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობისთვისაც. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალს მაღალი არტერიული წნევა აქვს და შინაგანი ორგანოებიც ზიანდება. ამის გამო, კიმს მოუწია, ვადაზე ერთი თვით ადრე ემშობიარა. შემდეგ კი ბევრი დრო დასჭირდა, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელებულიყო.
მერაია ქერი ტყუპის დედაა და საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა. 2011 წელს მას გოგონა და ვაჟი შეეძინა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მეტ შვილს აღარ გააჩენდა.
ორსულობის პერიოდში მერაიას გესტაციური დიაბეტი და პრეეკლამპსია განუვითარდა. ამის გამო მომღერალს ორსულობის 38-ე კვირაზე გადაუდებელი საკეისრო კვეთა გაუკეთეს.
ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ცოლს ლაურა ბუშსაც პრეეკლამპსია განუვითარდა. მან 1981 წელს ტყუპი გოგონები გააჩინა. გართულების გამო გადაუდებელი საკეისრო კვეთა ვადაზე 5 კვირით ადრე გაუკეთეს. თუმცა, დღეს ლაურა ბუში ერთადერთი პირველი ლედია, რომელმაც ტყუპი გააჩინა.
2010 წელს ბრიტანელი მომღერლის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა. щრსულობის მე-6 თვეს მკვდარი ბავშვი გააჩინა.
"საკუთარი შვილი მეჭირა და საშინელება იყო, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს".
მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლილი სისხლის მოწამვლის გამო სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, იმდენად წუხდა გარდაცვლილი შვილის გამო, რომ იმ მომენტში მოკვდებოდა თუ გადარჩებოდა, აზრი აღარ ჰქონდა.
ამის შემდეგ ლილის ორი ქალიშვილი შეეძინა.
სერიალის "ბევერლი-ჰილსი, 90210" ვარსკვლავი და მისი ქმარი ხუთ შვილს ზრდიან. თუმცა, ტორის მეოთხე ორსულობა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც 10 კვირა საავადმყოფოში გაატარა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა ორსულობის შეწყვეტაც შესთავაზეს.
მედიკოსების აზრით, მსახიობის მდგომარეობა იმიტომ გართულდა, რომ წინა მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ დაორსულდა. საბედნიეროდ, ვარსკვლავმა ბავშვის შენარჩუნება შეძლო, თუმცა გადაუდებელი საკეისრო კვეთა გახდა აუცილებელი.