რატომ ჭამს ხუთი შვილის დედა ტუალეტის ქაღალდს? - მშობლები

რატომ ჭამს ხუთი შვილის დედა ტუალეტის ქაღალდს?

2014-12-13 14:55:08+04:00

ეს ჩვევა ორსულობის პერიოდიდან დამჩემდა 25 წლის ბრიტანელს, ხუთი შვილის დედა ჯეიდ სილვესტრს უცნაური ჩვევა აქვს – ყოველდღე თითო რულონ ტუალეტის ქაღალდს მიირთმევს.

- პირველად მეხუთე ბავშვზე ორსულობის დროს გავსინჯე, ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი. არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. რატომღაც მომწონს მისი შემადგენლობა, ვიდრე გემო, - აღიარებს ჯეიდი.

ამ წლის განმავლობაში ჯეიდმა არა მხოლოდ ვერ მოახერხა ჩვეულებაზე უარის თქმა, ტუალეტის ქაღალდების ფირმებში გაერკვა და საყვარელი სახეობებიც კი გაუჩნდა.

- სხვადასხვა ბრენდს სხვადასხვა გემო აქვს. სახლში ერთი რულონი მიდევს სააბაზანო ოთახში საჭმელად, მეორე კი – დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

mshoblebi

ექიმები ამბობენ, რომ საკვებად გამოუყენებელი პროდუქტების გამოყენება ორსულობის დროს არა მხოლოდ დედისთვის არის საშიში, არამედ მომავალი ბავშვისთვისაც. თუმცა ამ შემთხვევაში ჯეიდის შვილი ჯანმრთელი დაიბადა.

ამ თემაზე იხილეთ: ცარცი, საპონი... კიდევ რისი დაგემოვნება უნდებათ ორსულებს?