მედიცინაში მიდგომები გამუდმებით იცვლება. ის, რაც წლების წინ სასარგებლო ეგონათ, დღეს მტკიცდება, რომ არათუ სიკეთის მომტანი, საზიანოცაა. თუმცა, ოდესღაც გავრცელებულ შეხედულებებს ქალები დღესაც უზიარებენ ერთმანეთს, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეჰყავს.
წარმოგიდგენთ ასეთ მცდარ შეხედულებებს, რათა მათი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.
ეს შეცდომაა. არარეგულარული ციკლის მქონე ქალებს სპონტანური ოვულაცია ახასიათებთ და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ასე რომ, დაორსულება სავსებით შესაძლებელია.
"გამოიყენე ე.წ. „უსაფრთხო დღეების“ კალენდარი" ამ ხერხით ჩვენი ბებიები და დედები სარგებლობდნენ, რადგან კონტრაცეფციის სხვა საშუალებებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ. ამიტომაც ათობით აბორტი მაშინდელი ქალების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სინამდვილეში სპერმატოზოიდები ქალის სასქესო ორგანოებში რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. თუ სექსი სისხლდენის შემდეგ „უსაფრთხო“ დღეებში გექნებათ, სპერმატოზოიდს შეუძლია „დაელოდოს“ კვერცხუჯრედს და გაანაყოფიეროს. ამიტომ ენდეთ მხოლოდ სპეციალურ კონტრაცეპტივებს, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ.
სოდამ შეიძლება ლორწოვანის მიკროფლორის ბუნებრივი მჟავაგარემო დაარღვიოს და ანთებითი პროცესები გამოიწვიოს.
"თუ სექსი არ გაქვს და არაფერი გაწუხებს, გინეკოლოგთან მისვლა არ გჭირდება" გინეკოლოგი ყველა ქალს სჭირდება იმის მიუხედავად, რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა თუ არა.
ვიზიტის მთავარი მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგია. გახსოვდეთ, რომ მათ არავითარი სიმპტომი არ აქვთ სწყის ეტაპზე. ამიტომ პაპ ტესტი და კოლპოსკოპია წელიწადში ერთხელ საჭიროა ყოველგვარი ჩივილის გარეშეც.
რაც შეეხება სხვა პათოლოგიებს, სხვადასხვა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითებამ, სინთეტიკური მასალის საცვლების ტარებამ, ყოველდღიურმა საფენებმა - ეს კი პარტნიორის ყოლა-არყოლასთან არავითარ კავშირში არ არის.
„ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ასუქებს და თმა ამოჰყავს“
სინამდვილეში პირიქითაა: ზოგირთი ჰორმონული პრეპარატი წონაშიც აკლებინებს და კანისა და თმის მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს. ასეთი პრეპარატები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით შეარჩიეთ და მათგან არავითარი ზიანი არ გექნებათ.
დაიმახსოვრეთ: უსაფრთხო აბორტი არ არსებობს, მითუმეტეს, თუ საქმე არანამშობიარევ, ახალგაზრდა ქალს ეხება. მედიკამენტური აბორტის დროს იზრდება ენდომეტრიტის, იგივე საშვილოსნოს ანთების რისკი, რომელსაც სეფსისამდეც მიჰყავს ორგანიზმი და ზოგჯერ ლეტალური გამოსავალიც დგება. ამიტომ აბორტის ის გზა აირჩიეთ, რასაც კვალიფიცირებული ექიმი გთავაზობთ.
„თუ მშობიარობის შემდეგ ციკლი არ გაქვთ, არ დაფეხმძმდებით“
ეს მუშაობს მაქსიმუმ მშობიარობიდან 6 თვოის განმავლობაში, თუ ქალი რეგულარულად აწოვებს ბავშვს ძუძუს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორსულობა ჩვეულებრივ დადგება.