ზეითუნის ზეთი დაორსულების ალბათობას ზრდის
ზეითუნის ზეთი დაორსულების ალბათობას ზრდის
ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ თუ დაორსულების მსურველი ქალი თავის რაციონში ზეითუნის ზეთს ჩართავს, დაორსულების შანსები მოემატება. ექსპერიმენტში 100-ზე მეტი წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების პროგრამის ფარგლებში გადიოდნენ მკურნალობას.
მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს და სხვადასხვა დიეტაზე დასვეს. ერთ ჯგუფში ქალები კერძების მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს იყენებდნენ, ასევე იღებდნენ D ვიტამინითა და ომეგა-3-ით გამდიდრებულ საკვებ დანამატებს.
მეორე ჯგუფში ქალები კერძებს მზესუმზირის ზეთს უმატებდნენ.
6 კვირის მერე მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგები შეაჯამეს
და გაირკვა, რომ ზეითუნის ზეთი რაციონში 40%-ით ზრდის ქალის დაორსულების შანსს.
მეცნიერების თქმით, ომეგა-3-ით გამდიდრებული საკვები ასევე უწყობს ხელს ემბრიონის სწრაფ განვითარებას, განსაკუთრებით ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების შემდეგ.
6291
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
მხოლოდ საკვებით უნდა მივიგოთ?
22:59 / 19-04-2015
fato
0
რაც მე ზეითუნის ზეთი მაქ მინაღები.....
21:57 / 29-01-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი