თუ გოგონაზე ხართ ორსულად, კანფეტებისგან თავი შეიკავეთ!
თუ გოგონაზე ხართ ორსულად, კანფეტებისგან თავი შეიკავეთ!
თურმე, ის საკვები პროდუქტები, რომლებსაც ორსულობის დროს იღებს ქალი, გარკვეულ გავლენას ახდენს მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფზე. ასე რომ, მეცნიერები გვირჩევენ, რაციონი მომავალი ბავშვის სქესის გათვალისწინებით დავგეგმოთ.
ახალზელანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ვინც გოგონას ელოდება, მეტად უნდა შეიკავოს თავი კანფეტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებისგან. ტკბილეული თურმე განსაკუთრებულად გოგონას უშლის ხელს საჭირო რაოდენობით საკვები ნივთიერებების ათვისებაში, რამაც შეიძლება ნაყოფის განვითარება შეაფერხოს.
რასაკვირველია, ამგვარ ექსპერიმენტებს ორსულ ქალებს ვერ ჩაუტარებენ, ამიტომაც ჰიპოთეზის დადასტურება მეცნიერებს ვირთხების მეშვეობით მოუწიათ. მათზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ შაქრის დიდი შემცველობა
უფრო უარყოფითად მდედრობითი სქესის ნაყოფზე აისახებოდა და შედარებით ნაკლებად – ვაჟებზე.
6114
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები