მომავალ დედებს ურჩევენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პლაჟზე ნებივრობისგან მომავალ დედებს ურჩევენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პლაჟზე ნებივრობისგან. გარდა იმისა, რომ ორსულობის დროს ზღვის წყალი არის საშიში სხვადასხვა ვირუსის "აკიდების" ალბათობის გამო, თვით მზეც საშიში ყოფილა. მზეზე გარუჯვა ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის კლებას იწვევს ორგანიზმში, ეს მჟავა კი ერთ-ერთი უმთავრესია ფეხმძიმე ქალბატონისა და მისი ნაყოფისთვის. ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ასევე ნერვული სისტემის განვითარებისთვის.
მეცნიერები მომავალ დედებს აფრთხილებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ მზის აქტიური სხივების ქვეშ.