რომელ ასაკში უჩნდებათ ქალებს ყველაზე ჯანმრთელი შვილები
რომელ ასაკში უჩნდებათ ქალებს ყველაზე ჯანმრთელი შვილები
ადრე ითვლებოდა, რომ რაც უფრო ადრე გააჩენდა ქალი შვილს, მით უფრო ჯანმრთელი იქნებოდა ახალშობილი. თანამედროვე კვლევებმა კი ეს ფაქტი ეჭვქვეშ დააყენა.
მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენას ახდენს ქალის ასაკი შთამომავლობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ უფროსი ასაკის მშობელთა შვილები ზრდასრულობაში უფრო იშვიათად ავადდებიან ჰიპერტონიით, სიმსუქნით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე მათი მშობლები.
კვლევა ახალ ზელანდიაში ჩატარდა. მეცნიერებმა 70 მამაკაცის ჯანმრთელობა შეისწავლეს ჯერ ბავშვობის ასაკში, შემდეგ კი 40-46 წლის ასაკში. სპეციალისტებმა
დაადგინეს, რომ ჯობია ქალმა ბავშვი 25 წლის შემდეგ გააჩინოს, თუმცა ჯერ ვერ დაადგინეს, რა ასაკის უნდა იყოს მამა იდეალურ შემთხვევაში.
ეს კვლევა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან 30 წელზე ზევით მშობიარობის ტენდენცია მთელ მსოფლიოში იზრდება.
მეციერთა მეორე ჯგუფი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მათი მტკიცებით, რაც უფრო ასაკიანია მშობელი, მით უფრო მაღალია ბავშვის აუტიზმით, შიზოფრენიით და გენეტიკური გადახრებით დაავადების რისკი.
ახლა მეცნიერები იმას არკვევენ, რატომ აქვთ უფროსი მშობლების შვილებს უკეთესი მეტაბოლიზმი და გასუქების ნაკლები რისკი. შესაძლოა გენეტიკა არაფერ შუაში იყოს, უბრალოდ უფროსი ასაკის მშობლები უფრო ყურადღებით ეკიდებიან შვილის ჯანსაღად კვების საკითხს.
25999
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
დედა
0
ყველაზე მეტად რა რჩევა მომწონს ხოლმე იცით? თუკი ბავშვმა კანფეტი მოგთხოვათ - მიეცით ვაშლი, თუ ლიმონათი - წვენიო. ნეტა თვითონ, ზრდასრულები ასე მოიქცევიან? ანუ როცა კანფეტი მოუნდებათ ვაშლი მოეწონებათ? ეგ იგივეა მოგწყურდეს და წვიმაში გახვიდე. სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილი ნამდვილად არ შეჭამს ვაშლს როცა ტკბილეული მოუნდება. ამას ჯობია მივცე ტკბილეული, მაგრამ ცოტა.
17:01 / 18-03-2018
2
ბავშვობაში თუ არ შეჭამა ნაყინი აბა როდის? მეცნიერები ერთი ჯგუფი ამბობს შაქარი მავნებელია, რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მიეცით ბავშვებსო, მეორე კი ამტკიცებს რომ ზრდისთვის შაქარი აუცილებელია. აბა? რომელს უნდა დავუჯეროთ? მგონი კატეგორიულად არაფრის აკრძალვა არ შეიძლება. მეცნიერება და შეხედულებები კვების შესახებ წლიდანწლამდე იცვლება. ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას კი ვერ შევცვლით. ზომიერება მთავარია.
16:57 / 18-03-2018
მსგავსი სიახლეები
```