სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს
სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს
ბრიტანელმა გინეკოლოგებმა მომავალ მშობლებს მოუწოდეს, ნუ მოუხშირებენ 3D და 4D ექოსკოპიებს, განსაკუთრებით, ორსულობის ნაადრევ სტადიებზე. ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა მშობლებს შორის ბავშვის საშვილოსნოში განვითარებისთვის თვალის მიდევნება სემგანზომილებიანი და ოთხგანზომილებიანი ექოსკოპიის მეშვეობით. უმაღლეს დონეზე გადაღებულ ფოტოებს ოჯახურ ალბომებსა და სოციალურ ქსელებში ათავსებენ. თუმცა როგორც ბრიტანული გაზეთი The Daily Mail-ი წერს, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ აუცილებელი სამედიცინო ჩვენება არ არის, ორსულობის პირველ 10 კვირაში ამგვარი ექოსკოპიის გაკეთება საერთოდ არ
ღირს. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით გინეკოლოგები ურჩევენ ორსულებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ჩარევებს, განსაკუთრებით ემბრიონის განვითარების პირველ კვირებში. როგორც კვლევის ავტორმა კრისტოფ ლისმა აღნიშნა, ნორმალურ ვითარებაში ულტრაბგერითი სკანირება ინიშნება ემბრიონის განვითარების პათოლოგიების გამოსარიცხად და ტარდება უსაფრთხო რეჟიმით (ორგანზომილებიანით, რომელიც აქამდე არსებობდა). თუმცა ბოლო დროს ხშირად აკეთებენ მოცულობით ექოსკოპიებს ადრეულ სტადიებზე, იყენებენ სულ უფრო მძლავრ სიგნალებს, რომელთა მოქმედებაც უფრო ხანგრძლივია. ეს ყველაფერი თავდაპირველად შეუმჩნეველია, თუმცა ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი აქვს როგორც ემბრიონის განვითარებისთვის, ისე პლაცენტისთვის.
mshoblebi
ლისს მიაჩნია, რომ ასეთი რისკების გამოსარიცხად, პირველი 10 კვირის განმავლობაში ჯობს საერთოდ შეიკავოთ თავი 3 და 4-განზომილებიანი ექოსკოპიებისგან, ყველაზე ისაფრთხო პერიოდი კი ამგვარი სკანირებისთვის ორსულობის მე-20 და შემდეგი
კვირებია. საერთო ჯამშიც, მეტისმეტად ხშირად ექოსკოპიის კეთება ორსულობის ყველა ეტაპზე, არაფრით არ არის კარგი მომავალი ბავშვისთვის, ექოსკოპიათა რაოდენობა დაახლოებით 3-4 უნდა იყოს მთელი ორსულობის განმავლობაში.
14508
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
Nini
0
ყოველ 2 კვირასი მაკეთებინებდა ეკიმი 5 ტვიდან და 35 კვირის მერე ყოველ კვირას გამაკეტებინა ბპპ. Mადლობა გმერტს ბავსჰვი ჟAნმრთელია.
22:33 / 04-09-2015
მარუსა
0
საერთოდ არ გამჩენუა 3დ ეხის სურვილი, ჩვეულებრივი ეხო საკმარისიაა, გართულებების გამო დაახლოვებით 15ჯერ მაინც მაქბვს გადაღბული, ჩემი გინეკოლოგი მეუბნებოდაა ხოლმე სსრულიად უსაფრთხოაო,
08:49 / 07-04-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?