სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს
სამგანზომილებიანი ექოსკოპია სახიფათოდ აღიარეს
ბრიტანელმა გინეკოლოგებმა მომავალ მშობლებს მოუწოდეს, ნუ მოუხშირებენ 3D და 4D ექოსკოპიებს, განსაკუთრებით, ორსულობის ნაადრევ სტადიებზე. ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა მშობლებს შორის ბავშვის საშვილოსნოში განვითარებისთვის თვალის მიდევნება სემგანზომილებიანი და ოთხგანზომილებიანი ექოსკოპიის მეშვეობით. უმაღლეს დონეზე გადაღებულ ფოტოებს ოჯახურ ალბომებსა და სოციალურ ქსელებში ათავსებენ. თუმცა როგორც ბრიტანული გაზეთი The Daily Mail-ი წერს, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ აუცილებელი სამედიცინო ჩვენება არ არის, ორსულობის პირველ 10 კვირაში ამგვარი ექოსკოპიის გაკეთება საერთოდ არ
ღირს. სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების მიხედვით გინეკოლოგები ურჩევენ ორსულებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ჩარევებს, განსაკუთრებით ემბრიონის განვითარების პირველ კვირებში. როგორც კვლევის ავტორმა კრისტოფ ლისმა აღნიშნა, ნორმალურ ვითარებაში ულტრაბგერითი სკანირება ინიშნება ემბრიონის განვითარების პათოლოგიების გამოსარიცხად და ტარდება უსაფრთხო რეჟიმით (ორგანზომილებიანით, რომელიც აქამდე არსებობდა). თუმცა ბოლო დროს ხშირად აკეთებენ მოცულობით ექოსკოპიებს ადრეულ სტადიებზე, იყენებენ სულ უფრო მძლავრ სიგნალებს, რომელთა მოქმედებაც უფრო ხანგრძლივია. ეს ყველაფერი თავდაპირველად შეუმჩნეველია, თუმცა ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი აქვს როგორც ემბრიონის განვითარებისთვის, ისე პლაცენტისთვის.
mshoblebi
ლისს მიაჩნია, რომ ასეთი რისკების გამოსარიცხად, პირველი 10 კვირის განმავლობაში ჯობს საერთოდ შეიკავოთ თავი 3 და 4-განზომილებიანი ექოსკოპიებისგან, ყველაზე ისაფრთხო პერიოდი კი ამგვარი სკანირებისთვის ორსულობის მე-20 და შემდეგი
კვირებია. საერთო ჯამშიც, მეტისმეტად ხშირად ექოსკოპიის კეთება ორსულობის ყველა ეტაპზე, არაფრით არ არის კარგი მომავალი ბავშვისთვის, ექოსკოპიათა რაოდენობა დაახლოებით 3-4 უნდა იყოს მთელი ორსულობის განმავლობაში.
14404
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
Nini
0
ყოველ 2 კვირასი მაკეთებინებდა ეკიმი 5 ტვიდან და 35 კვირის მერე ყოველ კვირას გამაკეტებინა ბპპ. Mადლობა გმერტს ბავსჰვი ჟAნმრთელია.
22:33 / 04-09-2015
მარუსა
0
საერთოდ არ გამჩენუა 3დ ეხის სურვილი, ჩვეულებრივი ეხო საკმარისიაა, გართულებების გამო დაახლოვებით 15ჯერ მაინც მაქბვს გადაღბული, ჩემი გინეკოლოგი მეუბნებოდაა ხოლმე სსრულიად უსაფრთხოაო,
08:49 / 07-04-2015
ნანა
0
რათქმაუნდა ეხო საჭიროა, მაგრამ ეხლა მას უფრო ხშირად იკეთებენ ვიდრე საჭიროება მოითხოვს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის რაღაც დოზისთ მაინც მოქმედებს ბავშვზე, ამიტომ პირველ ბავშვზე მხოლოდ სამჯერ გავიკეთე და ეხლაც მეორეს ველოდები და მეშვიდე თვეში გავიკეთებ მესამე ეხოს და ამით მორჩება. ზოგი ამბობს რომ უსაფრთხოა, მაგრამ რა საჭიროა თუნდაც ცოთათი მაინც შევუქმნათ ჩვენს პატარებს დისკომფორტი.გავიკეთოთ ის რაც აუცილებელია, მთავარია რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელები, დანახვით კი როცა დაიბადებიან მაშინ მოვესიყვარულებით :)
18:53 / 02-04-2015
utiashvilimaya@yahoo.com
0
მერე ჩვენი და ბრიტანელების ყოფა და ზოგადად ცხოვრების პირობები ერთია? თუნდაც ჰაერის დაბინძურების და საკვების მხრივ...ასე რომ ჩემი აზით ჯობია ხშირად ვაკონტროლოთ
00:05 / 21-03-2015
ირინა
0
ეს ასე არაა.გარწმუნებთ.ექოსკოპია აუცილებელია სწორედაც რომ ორსულობის პირველ კვირეებში.ექოსკოპია რომ არა,ახლა მე ცოცხალი არ ვიქნებოდი.ორსულობა შეწყდა ყოველგვარი სიმპტომების გარეშე 14 კვირაზე.ამიტომაც არ ვეთანხმები მე ამ მოსაზრებას.ექოსკოპიური კვლევა აუცილებელია.არ ვლაპარაკობ 3დ და 4დ-ზე.მხოლოდ იმაზე,რაზეც ფიქსირდება ნაყოფის გულისცემა.
15:30 / 16-03-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```