ორსულობა თუ დადასტურდა - რა უნდა იცოდეს ყველა ორსულმა
ორსულობა თუ დადასტურდა - რა უნდა იცოდეს ყველა ორსულმა
არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი პატარა ჯანმრთელები იყოთ. ეს რჩევები ძირითადად მათთვისაა, ვინც გეგმავს ორსულობას და შეუძლია, წინასწარ გარკვეული ზომები მიიღოს.

✔ დაიწყეთ ვარჯიში
ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, 30 წუთიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ფიზიკურად მომზადებული შეხვდეთ მშობიარობას, ასევე შეინარჩუნოთ სხეულის სასურველი ფორმა. ცურვა, ველოსიპედით სეირნობა, აერობიკა - არჩევანი თქვენზეა!
✔იკვებეთ ჯანსაღად
თქვენს ორგანიზმს ახლა გასაკუთრებით სჭირდება პროტეინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა. სთხოვეთ თქვენს
პარტნიორს, მხარი აგიბათ და ერთად აუწყვეთ ფეხი ცხოვრების ჯანსაღ წესს. თქვენი ორგანიზმი მზად უნა იყოს პატარა სტუმრის დასახვედრად.
✔ აკონტროლეთ წონა
შესაძლოა მალე სასწორზე დადგომა საერთოდ არ მოგინდეთ, მაგრამ ახლა თქვენმა ზედმეტმა სიგამხდრემ და ზედმეტმა სიმსუქნემ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ამიტომ, ექიმთან შეთანხმებით შეჯერდით, რა არის თქვენთვის იდეალური წონა და ეცადეთ, ეს ნიშნული შეინარჩუნოთ.
✔ გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან
გინდათ ვინმეს ამცნოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ? დაგვიჯერეთ, გინეკოლოგზე უკეთ ახლა ვერავინ დაგეხმარებათ. გაიკეთეთ პროფილაქტიკური შემოწმებები და გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.
✔ გაიარეთ კონსულტაცია სტომატოლოგთან
დროა კბილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. სამკურნალო კბილები პრობლემებს შეგიქმნით ორსულობის დროს და შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ჯობს თადარიგი ახლავე დაიჭიროთ.
✔ შეზღუდეთ კოფეინის მიღება

თუ ყავის გარეშე გამოფხიზლება გიჭირთ, შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფინჯანზე შეჯერდეთ. ნელ-ნელა შეზღუდეთ ყავისა და ჩაის მიღება, ჩაანაცვლეთ ისინი პირველ რიგში წყლით, ასევე თბილი რძით და ნატურალური წვენებით.
✔ შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა!
თუ მწეველი ხართ, ნელ-ნელა ეცადეთ, საერთოდ შეწყვიტოთ მოწევა. შესაძლოა სიგარეტმა ხელი შეგიშალოთ დაორსულებაში. ორსულობის დროს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი მშობიარობა, ბავშვი დაიბადოს მცირეწონიანი და ა.შ ნუ აცხოვრებთ პატარას 9 თვე სიგარეტის ბოლში და ნურც თქვენ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას.
✔ შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის პათოლოგიები. ორსულობამდე რამდენიმე თვით ადრე და ორსულობის პერიოდშიც მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
✔ დაგეგმეთ ბიუჯეტი
გაითვალისწინეთ ყველა ის ხარჯი, რომლის გაწევაც ორსულობის დროს და ბავშვის გაჩენის შემდეგ მოგიწევთ. ჩამოწერეთ შესაძენი ნივთების სია და გაანაწილეთ თქვენი ოჯახის ბიუჯეტი.
✔ გადახედეთ თქვენს კონტრაქტს და შრომის კოდექსს
თუ დასაქმებული ბრძანდებით, ახლავე უნდა გაერკვეთ თქვენს უფლებებში. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ბავშვს გააჩენთ? რამდენი ხანი გაგრძელდება დეკრეტი? გადაგიხდით თუ არა თქვენი სამსახური ხელფასს ამ დროს? როგორც პატარას მშობელს, რა შეღავათები გეკუთვნით და ა.შ ამ კითხვებზე პასუხები უკვე უნდა გქონდეთ.
✔ ლაშქრობა ბავშვის გარეშე
აუცილებელი არ არის, მართლაც ლაშქრობაზე წახვიდეთ, უბრალოდ აირჩიეთ ადგილი, სადაც ბავშვთან ერთად ვერ წახვალთ, ჩასჭიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და განიტვირთეთ. სულ მალე ახალი თავგადასავალი დაიწყება. მანამდე კი გირჩევთ, დაისვენოთ :)
✔ შეარჩიეთ ადგილი, სადაც თქვენი პატარა დაიბადება
ადგილზე ესტუმრეთ სამშობიარო სახლებს, ჩამოწერეთ კითხვები და მიიღეთ თქვენთვის ამომწურავი პასუხები.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ტეგები: orsuloba ორსულობა
4947
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Ana
0
აქ მხოლოდ ჯანმრთელობაზე არაა საუბარიი ,,უბრალოოდ ხშირად როცა ყველაფერი განსაზღვრული გაქვს უფრო გიადვილდებაა საქმის გაკეთება და ვფიქრობ მშვენივრადაა ყველაფერი აღწერილი ამ სტატიაში :)
22:04 / 24-03-2015
babi
0
დაუგეგმავათ გავაჩინე მეორე ბავშვი და დაგეგმილზე ჯანმრთელია :)
11:53 / 24-03-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?