როგორ უნდა შეინარჩუნოს ორსულმა ჯანმრთელობა სამსახურის პირობებში?
როგორ უნდა შეინარჩუნოს ორსულმა ჯანმრთელობა სამსახურის პირობებში?
ეს საკითხი აქტუალურია მომავალი დედებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ გასულან დეკრეტულ შვებულებაში და დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ. თუმცა, ამერიკელი სპეციალისტების რჩევები გამოადგება ნებისმიერს, ვინც ოფისში მუშაობს.
დეკრეტულ შვებულებამდე ჯერ დიდი დროა, მომავალ დედას კი ყოველგვარი შეღავათის გარეშე უწევს, 8 საათი იყოს სამსახურში, სადაც აცემინებენ, ახველებენ და გადააქვთ უამრავი ინფექცია. პატარა არსებისათვის, რომელიც ჯერ კიდევ მუცელში ცხოვრობს, სულაც არ არის სასურველი ამ ყველაფერთან შეხება. მაინც როგორ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და
მომავალი პატარა ოფისში?
ამ რჩევებს რომ ითვალისწინებდეს ოფისის თითოეული თანამშრომელი, ბიულეტენების რაოდენობა საგრძნობლად იკლებდა...
ხშირად დაიბანეთ ხელები
ეს ყველაზე მთავარი მეთოდია, დაიცვათ თავი ინფექციებისგან. ნუ დაიზარებთ დაიბანოთ ხელები: ყოველი ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ, დაცემინებისა და დახველების შემდეგ (ხელის აფარების დროს უამრავი ბაქტერია გამოიფრქვევა თქვენი ცხვირ-ხახიდან). კარგად გაისაპნეთ არა მარტო ხელები, არამედ თითებს შუა ადგილებიც.
რეგულარულად გაწმინდეთ სამუშაო მაგიდა
კლავიატურასა და მაუსზე ასობით მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე. შეიძინეთ სველი ანტიბაქტერიული ხელსახოცები და ყოველდღე გაწმინდეთ სამუშაო მაგიდა.
სამუშაო ადგილზე იქონიეთ სადეზინფექციო საშუალება ხელებისათვის. თუ გადაწყვიტეთ, რომ შეჭამოთ ვაშლი, ისე, რომ არ ადგეთ სამუშაო მაგიდიდან, ასეთი შემთხვევისთვის მოიმზადეთ სადენზიფიციო გელი ან სველი
ხელსახოცები.
მოერიდეთ გაციებულ ადამიანებს
იმ შემთხვევაში, თუ ვერ აცდებით გაციებულ თანამშრომელთან კონტაქტს, არ დაიზაროთ, მაშინვე შედით საპირფარეშოში, დაიბანეთ ხელები საპნით, გამოირეცხეთ ცხვირი (რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება) და გამოივლეთ ყელში ონკანის წყალი.
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
სუფთა წყალი საჭიროა თქვენი ჯანმრთელობისათვის, ენერგიისა და ნათელი გონებისათვის. თუ რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს მომავალმა დედამ , ჯობს ექიმთან შეათანხმოთ. საშუალოდ, ფეხმძიმე ქალისთვის ნებადართულია 2 ლ. სითხე დღეში, ამაში შედის სუპები და რძემჟავას სასმელები. თუ ამ სითხეებიდან 1 ლიტრს შეადგენს სუფთა სასმელი წყალი, რომელიც მუდამ იდგება თქვენს სამუშაო მაგიდაზე, შესანიშნავი იქნება.
მეტი ხილი და ბოსტნეული
სწორედ ეს პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს დაცვით ფუნქციებში. აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სადაც არაერთი იმუნური მექანიზმია. თუ თქვენს სამსახურს არ აქვს კარგი ბუფეტი და არც ახლომახლო იყიდება ცოცხალი, ჯანსაღი საკვები, წინა დღეს სახლში მოამზადეთ სალათები და საკვების კონტეინერით წაიღეთ სამსახურში. თუ ეს გეზარებათ, შეგიძლიათ იყიდოთ და მიირთვათ მაწონი, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები.
არ გადაიტანოთ კვება შემდეგისთვის
იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონე არ დაეცეს, მომავალი დედა აუცილებლად თავის დროზე უნდა იკვებებოდეს. კვება „ცოტ-ცოტა და ხშირად" კუჭ-ნაწლავის დაავადებების თავიდან ასაცილებლად უებარია. ეცადეთ, იკვებოთ ყოველ 2-3 საათში, ოპტიმალური არჩევანი შეაჩერეთ - ხაჭოზე, ხილზე, კაკალზე.
მინიმუმამდე დაიყვანეთ ყავის მოხმარება
დავიწყოთ იმით, რომ ყავა საერთოდ არ არის რეკომენდებული ორსულთათვის. იგი მაღლა წევს არტერიულ წნევას და ავიწროებს სისხლძარღვებს, ირღვევა ნაყოფის სისხლით მომარაგება. გამოუსწორებელ „ყავამანებს“ ექიმი აძლევს რეკომენდაციას, დალიონ დღეში 1 ჭიქა ნატურალური ყავა, ისიც წნევის კონტროლით.
დღის განმავლობაში შეისვენეთ და გადით სუფთა ჰაერზე
გაისეირნეთ, მით უმეტეს, როცა გაზაფხულის მზე გიხმობთ გარეთ. ყველაზე დატვირთულ სამუშაო საათებშიც კი ეცადეთ, ცოტა ხნით გახვიდეთ ოფისთან ახლოს სუფთა ჰაერზე და გაისეირნოთ. ამით თქვენს ხერხემალს განტვირთავთ, გაააქტიურებთ ჟანგბადის მიწოდებას ფილტვებსა და ტვინში, ხოლო მზის სხივების „დახმარებით“ მიიღებთ ნაყოფისთვის აუცილებელ D ვიტამინს.
არ დაუშვათ სტრესი!
დაბოლოს, ყველაზე მთავარი ცხოვრებისეული კანონი ყველა მომავალი დედისათვის: მოუარეთ თავს. თქვენი ჯანმრთელობა - თქვენი შვილის ჯანმრთელობაა. თუ ნაყოფისთვის ინფექციები საშიშია პირველ ტრიმესტრში, სტრესი, დაღლა და უძილობა - ორსულობის პირველი დღიდანვე საზიანოა.
ასე რომ, დაალაგეთ პრიორიტეტები და ხშირად მოიწყვეთ შესვენება.
4126
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?