აი, როგორ გრძნობს თავს ბავშვი, რომლის დედაც ორსულობისას ეწევა
აი, როგორ გრძნობს თავს ბავშვი, რომლის დედაც ორსულობისას ეწევა
ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რამდენად ცუდ გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა ნაყოფზე.
სწორედ ასე იშმუშნება თურმე პატარა დედის მუცელში, როცა დედა სიგარეტს ეწევა. მეცნიერებმა სერიოზული კვლევა ჩაატარეს, რომლებიც ულტრაბგერითი ფოტოებით დაადასტურეს და თვალსაჩინო გახადეს ყველასთვის, რომ ნაყოფს გარეგნულადაც კი გამოეხატება ზიზღი სიგარეტის კვამლის მიმართ.
ფოტოზე ზედა გამოსახულებებზე მწეველი ქალბატონების ნაყოფებია ასახული, ქვედა ველში - არამწეველი ქალბატონების. სხვაობის დანახვა მარტივია.
დოქტორ ნადია რეისლენდის თქმით, ეს ფოტოები
დამატებითი სტიმული უნდა გახდეს იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც მოწევისთვის თავის დანებება სურთ. თანაც, ეს სასურველია მოხდეს მანამ, სანამ დაორსულდებიან, რადგან ნიკოტინი ორგანიზმში დიდხანს რჩება და მაინც სერიოზულ გავლენას ახდენს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ხოლო ორსულობის დროს მოწევა ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს, ასევე ნაყოფისთვის სუნთქვის პრობლემების და მოულოდნელი მკვდრადშობადობის რისკსაც კი.
4D-სკანირებით გაკეთებულ ფოტოებზე ასახული არიან 20-მდე მწეველი დედის მუცლად მყოფი არსებები. სკანირება გაკეთებულია 24-ე, 28-ე, 32-ე და 36-ე კვირებზე. მწეველი დედების შვილებს გაცილებით მეტი გრიმასა აღებეჭდებათ სახეზე, რომელიც ძალიან ჰგავს დაჭყანვას, ზიზღის და უსიამოვნების გამოხატვას, ვიდრე არამწეველი დედების ნაყოფს.
mshoblebi
23975
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
მაიკო
0
მოკლედ ფეხმდძიმობამდე ვეწეოდი სიგარეტს ინტენსიურად, მაგრამ უცებ ერთ დილასაც რაღაცა ვერ დავარტყი ნაფაზი, ვერ ვიტყვი რო არ მესიამოვნა, უბრალოდ რარაც უცნაური შეგრძნება მქონდა, აქამდე თუ მამშვიდებდა და მაწყნარებდა, ის სამი დილა თითქოს გულს მიჩქარებდა და სრულიად ალალბედზე გავიკეთე ტესტი, მან დადებითი და ეხომაც 15 დღის ფეხმძიმობა აჩვენა. დარჩენიდან დაახლოებით ერთ თვეში და მას შემდეგ ძალიან მინდება ხოლმე სიგარეტი მაგრამ გაფიქრებაც კი არ მინდა, როგორ შეიძლება შვილი ამისთვის გავიმეტო, ვინც ამბობს რომ თავს ვერ ვანებებო, არ ვიცი, არაადამიანობის პიკია, რომელ დედობაზეა ლაპარაკი, როცა გარშემომყიოფები ჩემთან ერთად მოწევას ერიდებიან და მე მოვწიო? მე ვერ გავუფრთხილდე შვილს? მაშინ არ ვყოფილვარ არაფრის ღირსი......
15:01 / 31-05-2016
გოგოებო!!!!
0
აუცილებლად მიდით ფსიქოლოგთან და მოუყევით თქვენი პრობლემის შესახებ ვინც ორსულობისას ვერ წყვეტთ მოწევას. სირცხვილი არ არის საკუთარ პრობლემაზე ღიად ლაპარაკი, პირიქით. დამიჯერეთ მერე უფრო საშინელი პრობლემის წინაშე დადგებით. ღმერთმა ძალა მოგცეთ.
09:57 / 30-06-2015
მსგავსი სიახლეები
```