გასაოცარი ფოტოები დედის მუცლიდან ამ თემაზე არაერთხელ დაგვიწერია და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რამდენად ცუდ გავლენას ახდენს თამბაქოს მოწევა ნაყოფზე.
სწორედ ასე იშმუშნება თურმე პატარა დედის მუცელში, როცა დედა სიგარეტს ეწევა. მეცნიერებმა სერიოზული კვლევა ჩაატარეს, რომლებიც ულტრაბგერითი ფოტოებით დაადასტურეს და თვალსაჩინო გახადეს ყველასთვის, რომ ნაყოფს გარეგნულადაც კი გამოეხატება ზიზღი სიგარეტის კვამლის მიმართ.
ფოტოზე ზედა გამოსახულებებზე მწეველი ქალბატონების ნაყოფებია ასახული, ქვედა ველში - არამწეველი ქალბატონების. სხვაობის დანახვა მარტივია.
დოქტორ ნადია რეისლენდის თქმით, ეს ფოტოები დამატებითი სტიმული უნდა გახდეს იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც მოწევისთვის თავის დანებება სურთ. თანაც, ეს სასურველია მოხდეს მანამ, სანამ დაორსულდებიან, რადგან ნიკოტინი ორგანიზმში დიდხანს რჩება და მაინც სერიოზულ გავლენას ახდენს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ხოლო ორსულობის დროს მოწევა ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს, ასევე ნაყოფისთვის სუნთქვის პრობლემების და მოულოდნელი მკვდრადშობადობის რისკსაც კი.
4D-სკანირებით გაკეთებულ ფოტოებზე ასახული არიან 20-მდე მწეველი დედის მუცლად მყოფი არსებები. სკანირება გაკეთებულია 24-ე, 28-ე, 32-ე და 36-ე კვირებზე. მწეველი დედების შვილებს გაცილებით მეტი გრიმასა აღებეჭდებათ სახეზე, რომელიც ძალიან ჰგავს დაჭყანვას, ზიზღის და უსიამოვნების გამოხატვას, ვიდრე არამწეველი დედების ნაყოფს.
თუ ომ ოთახში, სადაც ბავშვია, მუდმივად ეწევიან, ჩათვალეთ, რომ ბავშვიც ეწევა