ექსპერტებმა საინტერესო სია შეადგინეს, თუ რას ითხოვენ უფრო ხშირად ორსული ქალბატონები ექსპერტებმა საინტერესო სია შეადგინეს, თუ რას ითხოვენ უფრო ხშირად ორსული ქალბატონები. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დროს ბევრს ეცვლება გემოვნება ან უმძაფრდება სურვილი სხვადასხვა პროდუქტის მიმართ. შოკოლადი, კიტრის მწნილი თუ კარტოფილის ჩიფსები, ზამთარში ნაყინი და მარწყვი – ასეთი „უცნაური“ მოთხოვნები ხშირად აქვთ ორსულებს. თუმცა კიდევ უფრო უცნაური შემთხვევებიც ყოფილა და ორსულები გამოტყდნენ, რომ ფეხმძიმობისას არაერთხელ გასჩენიათ აქამდე უცნობი, ეგზოტიკური კერძების გასინჯვის სურვილი ან კიდევ უარესი – საკვებად სრულიად გამოუსადეგარი საგნების დაგემოვნების მცდელობა ჰქონიათ.
მაგალითად, გამოკითხულთა დაახლოებით 11-მა პროცენტმა აღიარა, რომ ძალიან უნდოდა, საპონი გაესინჯა. 6 პროცენტს ცარცის დაგემოვნება უცდია, 5 პროცენტს კი – კბილის პასტის. ასევე დაასახელეს ფეხსაცმლის კრემი, ჩოგბურთის ბურთი... ზოგიერთებს უცნაური „შეთავსებები“ აინტერესებდა – მაგალითად, ხახვი და შოკოლადი, ბანანები სოუსით, ნაყინი კიტრის მწნილით და ა.შ.
სიის თავში კი იყო დესერტები – 25%, ხორციანი კერძები – 18% და ბოსტნეული – 13%.
თქვენ თუ გქონიათ მსგავსი უცნაური სურვილები ორსულობის დროს?