შეიძლება თუ არა ორსულობის დროს კბილის ამოღება ან დაბჟენა?
შეიძლება თუ არა ორსულობის დროს კბილის ამოღება ან დაბჟენა?
პირის ღრუს რა დაავადებები მძაფრდება ორსულობის პერიოდში? შეიძლება თუ არა ორსულობის დროს კბილის ამოღება ან დაბჟენა? როგორ უნდა მოუაროს ორსულმა პირის ღრუს? ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვაზე სტომატოლოგი ეკატერინე მაღრაძე გვესაუბრება.

- პირის ღრუს რა დაავადებები მძაფრდება ორსულობის პერიოდში?
- ორსულებში ყველაზე გავრცელებული დაავადებები არის პაროდონტის დაავადება და კარიესი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო ორსულები ხშირად უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან და უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან, რაც დამახასიათებელია ღრძილების ანთებისთვის. პირის ღრუში იმატებს PH-ის დონე, რაც ხელს უწყობს კარიესის სწრაფ განვითარებას.

- საჭიროა
თუ არა პროფილაქტიკის მიზნით, ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი?

- მითი იმის შესახებ, რომ ფეხმძიმობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი, მცდარია. ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც მდგომარეობას ამძიმებს. კონსულტაცია აუცილებელია რამდენჯერმე, რათა მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება, მდგომარეობის შეფასება და პაციენტის ინფორმირება, საჭირო და აუცილებელი პრობლემების  მოცილება, ან დროებით მათი შეჩერება.

- როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ორსულობის დროს კარიესი, გინგივიტი, პარადონტიტი, სისხლდება ღრძილებიდან?
- თუ პაციენტი რეგულ
არულად იტარებს კონსულტაციას სტომატოლოგთან, იღებს ინფორმაციას პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს ყოველივე ამას, ნაკლებად ემუქრება ზემოთ აღნიშნული დაავადებები, რომლებიც, სხვათა შორის, მატულობს მშობიარობის შემდეგ, თუ მათზე დროულად არ ვიზრუნებთ.

- ორსულობის დროს შეიძლება თუ არა კბილის ამოღება ან დაბჟენა?
- კბილების მკურნალობისთვის ყველაზე კარგი პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია  (3-დან 6-თვემდე), მაგრამ უამრავი შემთხვევაა, როდესაც პაციენტს აქვს ჩივილები I ან III ტრიმესტრში. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილით ხდება მისი გამოკვლევა გინეკოლოგთან შეთანხმებით, კონსულტაცია და შემდგომ მკურნალობა. ვიტამინების და კალცის პრეპარატის დანიშვნაც გინეკოლოგთან შეთანხმებით ხდება.

- შეიძლება თუ არა ორსულისთის კბილის ადგილობირივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება?
- თანამედროვე ანესთეტიკები იძლევიან იმის საშუალებას, რომ მოხდეს მათი გამოყენება ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში. უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ანესთეტიკები ეპინეფრინის (ადრენალინის) გარეშე.

- როგორ უნდა მოუაროს ორსულმა პირის ღრუს?
- პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში, ხშირად პაციენტი აღნიშვნავს ტოქსიკოზის არსებობას და ღებინების შეგრძნების გამო უჭირს კბილების გახეხვა. დათვალიერებით აღენიშნება ნადები, ქვები, ღრძილებიდან სისხლდენა და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. შესაბამისად იწყება პრობლემები.  ბჟენებთან დაკავშირებით  ვითარდება მეორადი კარიესი. პაციენტს ესაჭიროება რჩევა-დარიგება პირის ღრუს ჰიგიენის  შესახებ:
ა) კბილებს ვიხეხავთ ყოველი ჭამის შემდეგ.
ბ) ჯაგრისი ვცვალოთ 2-3 თვეში ერთხელ.
გ) ხშირად ვესტუმროთ სტომატოლოგს.

ესაუბრა სალომე გორგოშიძე
10663
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?