მწეველი ქალების შვილები გაცილებით ადრე იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, ვიდრე არამწეველების თამბაქოს მავნე გავლენის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ მაინც პლანეტის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ მავნე ჩვევას არის აყოლილი. მოწევა განსაკუთრებით ორსულ ქალებს უქმნის დიდ საფრთხეს და მეცნიერები დღითიდღე კიდევ მეტად ამყარებენ ამ მოსაზრებას. რამდენიმე ბოლო კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოწევა მართლაც მავნებელია და ქალები საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებენ.
• ორსული ქალისთვის მოწევით მიყენებული ზიანი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. მოწევა არა მხოლოდ მომავალ დედებზე ახდენს დამღუპველ გავლენას, არამედ მკვეთრად ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მკვრდად შობილი ნაყოფის დაბადების რისკსაც კი.
• ორსულობის შუა პერიოდში არამწეველ ქალებს სასიამოვნო ფიზიკური და ფსიქიკური შეგრძნებები აქვთ, ხოლოდ ვისაც მოწევა უყვარს და არც ოსრულობის დროს იკლებს ამ `სიამოვნებას~, მას თითქმის არ აქვს ეს სასიამოვნო შეგრძნებები.
• ცნობილია, რომ თამბაქოს მოწევა ცუდად აისახება ორსული ქალის მდგომარეობასა და მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ბევრი მწეველი ქალი სიგარეტზე უარს ამბობს, როგორც კი გაიგებს, რომ ორსულად არის. დარწმუნებულნი არიან, რომ ამის მერე მათ შვილებს არაფერი ემუქრებათ. სინამდვილეში კი მთლად ასეც არ ყოფილა. ბოლო მონაცემებით, თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის შემდეგ ნიკოტინის ინტოქსიკაცია კიდევ ორი წელი გრძელდება. ასე რომ, შენარჩუნდება ის ნეგატიური გავლენაც, რომელიც ხშირად იწვევს წყლების სიმშრალეს და პლაცენტის შევიწროვებას. ეს ყოველივე კი, შესაბამისად, უარყოფითად აისახება მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.
• სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, ბავშვის დაბადებამდე მინიმუმ 2-3 წლით ადრე მიატოვონ სიგარეტი. ხოლო თუ ეს დაუგეგმავი ოსრულობაა, მწეველმა ან თამბაქოს მოწევისთვის ეს-ესაა თავდანებებულმა ქალმა აუცილებლად უნდა გაიაროს პროფილაქტიკური მკურნალობა.
• და კიდევ, მწეველი ქალების შვილები გაცილებით ადრე იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, ვიდრე არამწეველების. და იმ ბავშვების იმუნიტეტიც გაცილებით მეტად არის დასუსტებული, რომელთა მშობლები სახლში ეწევიან და პატარებს პასიურ მწევლებად აქცევენ.
ალბათ დროა, მავნე ჩვევებს თუნდაც ჩვენი მომავლის და ჩვენი შვილების სასარგებლოდ მაინც ვაჯობოთ?