ვერ ვიტყვი დაზუსტებით, რომ არ მინდა კიდევ ამის გავლა 1. ორსულობის ტესტი. 2 ხაზი. მახსოვს ეს მომენტი ისე, თითქოს გუშინ იყო.
2. პირველი ექოსკოპია. პატარა გულის ძგერა ჩემს გულში სამუდამოდ აღიბეჭდა.
3. დილის გულისრევა. ჩემს შემთხვევაში ეს მთელი დღე გრძელდებოდა. 3-თვიანი გულისრევა. მაგრამ ვერ ვიტყვი დაზუსტებით, რომ არ მინდა კიდევ ამის გავლა.
4. მომენტი, როცა ახლობლებს და მეგობრებს ვაცნობე, რომ ორსულად ვიყავი. ისეთი სიხარული იყო, იმდენი თბილი სიტყვა, ახლობლების მხარდაჭერა – ეს შეუფასებელია.
5. საშინელი შიმშილის შეტევები, რაღაც უჩვეულოს გასინჯვის სურვილი. ორგანიზმი სულ რაღაცას ითხოვდა. მაგალითად, ბავშვს ბალი მოუნდა დილის ოთხ საათზე.
6. გაზრდილი მუცელი. საოცარი სილამაზე.
7. პირველი მოკაკუნება და მუცელში ტრიალი.
8. პირველი შეტევები. უკვე დროა? არა, ჯერ ადრეა!
9. მომენტი, როცა უკვე მართლა დროა. შიში და მოლოდინი.
10. საოცარი წამი, როცა პირველად დამიწვინეს გულზე ჩემი პატარა. შენ უკვე აქ ხარ! ძალიან მიყვარხარ!