ყოველთვის დაუთმე ადგილი მომავალ დედას!
ყოველთვის დაუთმე ადგილი მომავალ დედას!
არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც შეიძლება გახდეთ ტრანსპორტში ასეთი შემთხვევის მოწმე – ყველა დაღლილია და თავისუფალ ადგილს ეძებს, რომ დაჯდეს. ამ დროს შეიძლება, ორსული ქალი იდგეს ფეხზე და ის ან განგებ ვერ შენიშნონ, ან უბრალოდ არ დასვან. არადა, ორსულისთვის ნებისმიერ შემთხვევაში გაცილებით რთულია დგომა – გარდა იმისა, რომ ნამდვილად არ აქვს მცირე ტვირთი და საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებიც აქვს ხოლმე მგზავრობის დროს, ასევე შეიძლება, ბევრ ხალხში დგომისას ჰაერი არ
ყოფნიდეს, ან უბრალოდ დამუხრუჭების დროს ცუდად გადაიხაროს ან სულაც დავარდეს და ნაყოფი საფრთხეში აღმოჩნდეს. ალბათ, საკმარისი მიზეზია, რომ ფეხმძიმე ქალი არასდროს იდგეს ფეხზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
mshoblebi
ნიჭიერმა დიზაინერმა შიანგ ხემ სოციალური რეკლამა შექმნა, რომელმაც ადამიანებს უნდა შეახსენოს, რომ ორსულს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუთმონ. ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში ადამიანებად უნდა დავრჩეთ და არ ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე.
mshoblebi
9587
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```