ისინი იცავენ და ამაგრებენ ორგანიზმს, დადებითად მოქმედებენ განაყოფიერების პროცესზე საკვებ პროდუქტებს შორის ძველთაგანვე იცნობენ ისეთებს, რომლებიც განაყოფიერებას უწყობს ხელს, მით უმეტეს, თუ უნაყოფობის მიზეზი არ არის რაიმე კონკრეტული დაავადება.
მსოფლიოს მასშტაბით ბევრი დიეტოლოგი ამბობს, რომ განაყოფიერებასა და დაორსულებას ხშირად უწყობს ხელს გარკვეული პროდუქტები. ისინი იცავენ და ამაგრებენ ორგანიზმს, დადებითად მოქმედებენ განაყოფიერების პროცესზე.
მაგალითად, ხალხური მედიცინის თანახმად, უნაყოფობის დროს საკვებში სასურველია პრასის ჩართვა, რომელიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით, ასევე ჟოლო. თუმცა ამჯერად ჩამოვთვლით იმ პროდუქტებს, რომლებიც არა მხოლოდ ჯანმრთელობის წყაროა, არამედ განაყოფიერებასაც უწყობს ხელს.
აუცილებელი არ არის, ისინი ყოველდღე მიირთვათ, მთავარია, ხანდახან მაინც მიიღოთ რომელიმე მათგანი და რაც მთავარია, ჯანსაღად იკვებოთ.
ძირითადი პრინციპია, მაქსიმალურად ნატურალური პროდუქტები მიიღოთ, ყველაფერი ცოტ-ცოტა, ერთბაშად არ მიირთვათ და დღეში ერთი სახეობის ბევრი პროდუქტი არ მიიღოთ. ასევე მოერიდეთ დიდ ინტერვალებს წახემსებებს შორის და მიირთვით რაც შეიძლება მეტი სასარგებლო და ჯანსაღი საკვები.
რასაკვირველია, თქვენს ორგანიზმსაც ''მოუსმინეთ'' - ის თავად გამცნობთ, რა რგებს და რა სწყენს.
მაშ ასე, სუპეროცეული:
1. ისპანახი
2. უცხიმო რძე, იოგურტი, ხაჭო.
3. გაღივებული ხორბალი - დაამატეთ ფაფეულში ან
შინ მომზადებულ, საფუარის გარეშე გამომცხვარ პურში.
4. ორაგული, თინუსი (შეიძლება, თავისივე წვენში კონსერვირებული) - მიირთვით ცივი, შემთბარი, სალათში დამატებული - ნებისმიერი სახით.
5. ლობიო - პირველი ნახარში გადაასხით. შეგიძლიათ, წვენიც გადაწუროთ და ისე მიირთვათ.
6. გოგრა.
7. ბროკოლი. გაგრძელება