ბავშვის გასაჩენად იდეალური ასაკი 20-30 წელია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ქალი ეკითხება საკუთარ თავს "რისთვის გავჩნდი?" ჩვენი დანიშნულება მრავალმხრივია, მაგრამ უპირველესი ბიოლოგიური როლი, სამწუხარო გამონაკლისების გარდა, სიცოცხლის გაგრძელებაა.
ბავშვის გასაჩენად იდეალური ასაკი 20-30 წელია. ამ პერიოდში ქალის რეპროდუქციული სისტემა ჩამოყალიბებულია, ფიზიოლოგიურად იგი მზად არის ინტიმური კავშირისთვის, ორსულობის შედეგად გამოწვეული ცვლილებებისთვის, ბავშვის აღზრდის და მისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის.
ფეხმძიმობისას ერთ სხეულში ორი სულია. მართალია, მეცნიერება ემბრიონს ცოცხალ არსებად არ მიიჩნევს სანამ ქვეყანას არ მოევლინება, მაგრამ რელიგიურად და მორალურად იგი ადამიანია და სიცოცხლის ყველა ნიშანწყალი ახასიათებს: ზრდა-განვითარება (კიდურები, ორგანოები), გულისცემა, კვების მოთხოვნილება, მოძრაობა, რეაგირება ბგერებზე (ის დედის ხმას გამოარჩევს სხვებისგან და დაბადების შემდეგ ცნობს მას) და ა.შ.
თავდაცვის გარეშე სექსი ქალს დაორსულების საშიშროების წინაშე აყენებს, თუმცა კონტაცეფციაც არ იძლევა არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აშორების გარანტიას. მეორე შემთხვევაში ქალი ნაკლებად ყურადღებიანია, ამიტომ შეიძლება ორსულობის სიმპტომები უყურადღებოდ დარჩეს. ქვემოთ მოცემული ჩამონათვლის მიხედვით ცხადი გახდება, გჭირდებათ თუ არა ორსულობის ტესტი ან ექოსკოპია.
ორსულობის სიმპტომები:
სისუსტე, სწრაფი გადაღლა, ადვილი გაღიზიანება, მენსტრუაციის შეკავება, ძუძუს დვრილებისა და მიმდებარე წრის ფერის ცვალება, მკერდის მოცულობაში ზრდა, ტკივილი და შეშუპება, უსიამოვნო ან დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, ყაზბობა, გახშირებული შარდვა, გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სუნების მიმართ, ბაზალური ტემპერატურის მა-ტება, ჰორმონული ცვლილებების ხარჯზე საშოს ჩამონადენის გახშირება, მეოთხე კვირიდან საკვებთან დაკავშირებული ამოჩემებები, თავისა და ზურგის ტკივილი. (აუცილებელი არ არის ყველა სიმპტომმა შეგაწუხოთ. რამდენიმეს არსებობის შემთხვევა-ში გაიკეთეთ ტესტი ან მიმართეთ ექიმს.)
ფსიქოლოგიური კრიზისი
ორსულობაზე საუბრისას შეუძლებელია არ შევეხოთ ფსიქოლოგიურ კრიზის, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება - შიში და მარტოობა.
ფეხმძიმობისას ქალი გამუდმებით ფიქრობს მომავალზე, მშობიარობაზე, დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე, ცხოვრების სტილის ცვლილებასა და მსხვერპლშეწირვაზე (საკუთარი ინტერესების უკან დაყენებაზე, პირადი ცხოვრებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებაზე და მთლიანად შვილზე გადართვაზე.) ახალბედა დედას არ ასვენებს ისეთი შეკითხვები როგორიცაა: ,,კარგი დედა ვიქნები?" ,,ბავშვს რამეს ხომ არ დავუშავებ?" ქალს ეშინია, რომ ყველაფერს თავს ვერ გაართმევს, ამიტომ დეპრესიაში ვარდება.
ქმარი მუშაობს, ქალი დედისგან შორს ცხოვრობს (ან არ ჰყავს), უახლოესი ნათესავები და მეგობრები შეიძლება ხშირად აკითხავენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველას თავისი ცხოვრება და ყოველდღიური საზრუნავი აქვს. დედობისთვის მზადების პროცესში ქალს არ ესმის საკუთარი თავის, შესაბამისად, თავისი განცდების სხვებისთვის გაზიარებაც უჭირს. მარტოობა ნელ-ნელა ეპარება, საბოლოოდ კი მთლიანად მოიცავს მის არსებას. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება, თუ ნაყოფი არასასურველია ან მუცელს საზოგადოებისგან მალავენ.
ნაადრევი ორსულობა
ნაადრევ ორსულობად ითვლება განაყოფიერება 14-19 წლის ასაკში. სრულწლოვანობამდე ქალის შინაგანი (საკვერცხეები, ფალოპის მილი, საშვილოსნო, ვაგინა) და გარეგანი (სასირცხო ბაგეები, კლიტორი) სასქესო ორგანოები განვითარების პროცეს-შია. თუმცა ინდვიდუალურ შემთხვევებში გოგონები მომწიფებას ზრდასრულობამდეც ასრულებენ. ექიმები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად ამისა, მოზარდები ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ფეხმძიმობის და მშობიარობისთვის. ორივე პროცესი შეიძლება გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
ნაადრევი ორსულობის უარყოფითი მხარეები:
1. შეუკავებლობა
ალბათ არასდროს გიფიქრიათ, რომ შვილთან ერთად შეიძლება პამპერსი თქვენც დაგჭირდეთ. შარდის
შეუკავებლობა ის პრობ-ლემაა, რომელიც მშობიარობის შემდეგ უჩნდება ქალების გარკვეულ ნაწილს. ბავშვი საშვილოსნოდან თავით მოდის და საშოს გაფართოებისას ნერვებს აზიანებს. სირბილისას ან სწრაფი სიარულისას შეიძლება დედას გაეპაროს...
2. სისხლდენა
ცხრათვიანი შეკავების შემდეგ მენსტრუაცია ჭარბად მოდის. თავიდან იგი წითელია, შემდეგ მკვეთრ ფერს კარგავს და ვარდისფერი ხდება. ციკლმა შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გასტანოს. გაგრძელება