მინიატიურულ ქალებს მეტი აქვთ ნაადრევი მშობიარობის ალბათობა როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, მინიატიურულ ქალებს მეტი აქვთ ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. "პატარა" დედიკოებს თურმე უფრო ხშირად აქვთ მოკლევადიანი ორსულობა და ბავშვებიც ხშირად დაბალწონიანები იბადებიან. ეს დასკვნა მეცნიერებმა 3 ათასზე მეტი ფინელი, დანიელი და ნორვეგიელი მომავალი დედის მაგალითზე გააკეთეს. თუმცა ზუსტი მიზეზები ამ ფენომენს ჯერ ვერ მოუძებნეს.
მეცნიერების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ დედის სიმაღლე განისაზღვრება მემკვიდრეობითობით, ასევე ცხოვრების პირობებით: კვებით, ჯანმრთელობით, გარემოს მდგომარეობით და ა.შ. ეს ფაქტორები კი ხშირად ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის განვითარებაზეც ახდენენ გავლენას. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ტანდაბალი ქალი ნაადრევად მშობიარობს, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ალბათობა ტანდაბალ ქალს მეტი აქვს საშუალო სიმაღლისა და მაღალ ქალბატონებთან შედარებით.