საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ზედმეტი კილოგრამები, რომელსაც ქალი ორსულობიდან ორსულობამდე იმატებს, საკმაოდ დიდ საფრთხეს შეიცავს მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
კაროლინის ინსტიტუტის ექსპერტებმა 450 ათასი მშობიარე ქალის მონაცემები გააანალიზეს. ინფორმაციის დამუშავებისას ითვალისწინებდნენ შემდეგ ფაქტორებს: ქალის წონის ცვლილებას ორსულობებს შორის და მკვდრადშობადობის ან ჩვილის მოულოდნელი სიკვდილიანობის რისკის შეფარდებას მასთან. შედეგების მიხედვით, ქალის მიერ შემდგომ ორსულობამდე მომატებული კილოგრამები სერიოზულად ზრდის მუცლის მოშლის ან ახალშობილის ნაადრევი სიკვდილიანობის რისკს.
ამ დროს ისიც გაირკვა, რომ ზედმეტი წონის ქალებს, რომლებმაც მეორე ორსულობამდე წონის დაკლება მოახერხეს 5-6 კილოგრამით, მუცლის მოშლის საფრთხე 50%-ით შეუმცირდათ. შესაბამისად, დედებს ურჩიეს, მორიგ დაორსულებამდე ეცადონ, აკონტროლონ წონა, მკვეთრად არ მოიმატონ, ჯანსაღად იკვებონ და რაც შეიძლება ჯანსაღადვე შეეგებონ ხელახალ ორსულობას.