დიდ მონდომებას დიდი შეცდომებიც ახლავს ქალის ისეთი ბედნიერი ხანა, როგორიც ფეხმძიმობაა, მსოფლიო სცენის ვარსკვლავებისთვის თავის ორიგინალურად წარმოჩენის მიზეზიც ხდება. პოპულარული არტისტები ორსულობის პერიოდშიც მილიონობით ადამიანის ყურადღების ცენტრში რჩებიან, ამიტომ ცდილობენ, წამოზრდილი მუცელი მოდის უახლესი ტენდენციების გავლენით "შეფუთონ" როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდ მონდომებას დიდი შეცდომებიც ახლავს. წარმოგიდგენთ 10 ორსულ ვარსკვლავს, რომლებიც ყველაზე უარესად ჩაცმულ ფეხმძიმეებად დაასახელდნენ. 10 მაგალითი, თუ როგორ არ უნდა ეცვას ორსულ ქალს
ემბერ როუზი
გარდა იმისა, რომ კოპლები გიგანტურად წარმოაჩენს მუცელს, ყოვლად გაუგებარი დარჩა პოლიციელი ქუდის დატვირთვა ამ იმიჯზე.
ბრიტნი სპირსი
ბრიტნისგან დახვეწილ ჩაცმულობას არც არავინ ელის, მაგრამ ამ აღკაზმულობით მრავლისმნახველი კრიტიკოსებიც კი გააოცა. პლაჟის ქვედაბოლო კოვბოის ჩექმებზე ზემოდან გადმოკიდებული შიშველი მუცლითა და ტოპით ნამდვილად მეტისმეტი აღმოჩნდა.
კიმ კარდაშიანი
როცა კიმი ამ კაბით გამოჩნდა, ბევრ მნახვეულს გაუელვა აზრმა: "გმადლობთ, რომ დაგვინდეთ და საცვლები მაინც ჩაგიცვამ კაბის ქვეშო"... ამაზე უკეთეს კომენტარს ვერც მოვიფიქრებდით
კეტი პრაისი
კაბა ზედ შემოასკდა, მაგრამ არ დაიბნა და დამჭერებით დაამაგრაო... დიახ, ასე შეფასდა ეს საოცარი სამოსი
M.I.A.
დაახლოებით, ემბერისა და კიმის კაბების ნაზავია... შედეგი კი ბევრად უარესიო - ასე ფიქრობენ მოდის მიმდევარნი
კრისტინა აგილერა
მოკრძალებული ჩაცმულობით არც არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთოდ გამორჩა ორსულობის ფაქტორიო.
ნიკოლ კოკო ოსტინი
ამ საღამოზე წყვილმა პირველად გადაწყვიტა ოჯახში მატების შესახებ გაეკეთებინა განცხადება. ნიკოლმა ეს ამბავი მართლაც რომ დაუვიწყარი გახადა.
ელზა პატაკი
კრის ჰემსვორტის მეუღლემ ოსკარის ცერემონიისთვის აშკარად შეუფერებელი კაბა შეარჩია. ცერემონიის შემდეგ ბევრი ინტერნეტმომხმარებელი უწოდებდა მას "პარაშუტს.