ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დაორსულებას უწყობენ ხელს
ვიტამინები და მინერალები, რომლებიც დაორსულებას უწყობენ ხელს
თუ დაფეხმძიმებას ვერ ახერხებთ, იქნებ, რაციონს უნდა გადახედოთ და იგი სასარგებლო საკვებით გაამდიდროთ. არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაფეხმძიმებისთვის სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავენ და ხელს უწყობენ ორსულობას.

დღეს არ შევეხებით უშვილობის გამომწვევ თემას. უბრალოდ, თუ დაფეხმძიმება გადაწყვიტეთ, გათავისუფლდით სიგარეტის მოწევის, ალკოჰოლის სმისგან და მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები.

მამაკაცებისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები
თუთია

ტესტოსტერონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
წყარო: გაამდიდრეთ რაციონი ზღვის პროდუქტებით, პარკოსნებით, კვერცხით.

ასკორბინის მჟავა
C ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის, რკინის შეთვისებას უწყობს ხელს. აუმჯობესებს ჰემოგლობინის დონეს. თუ მწეველი ქმარი გყავთ, C ვიტამინი
ორმაგი დოზით უნდა მიიღოს.
წყარო: ციტრუსები, ასკილი, ბულგარული წიწაკა.

ფოლიუმის მჟავა
დიახ, მამაკაცებსაც სჭირდებათ ის, რადგან ხელს უწყობს განაყოფიერებისთვის ყველა საჭირო პროცესის გააქტიურებას.
ფოლიუმის მჟავის წყარო: საქონლის ღვიძლი, სალათის ფურცლები და მწვანილეული, ბროკოლი. პარკოსნებიდან: ლობიო, ოსპი, მუხუდო, სოია.

ვიტამინი E
მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. ორგანიზმიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს.
წყარო: ნუში, თხილი, ასკილი, ჩირი და განსაკუთრებით გარგარის ჩირი.
აფროდიზიაკები, ისეთი, როგორებიცაა: კედრის თხილი, ჯანჯაფილი, ოხრახუში, კრევეტები, აგრეთვე აუმჯობესებენ პოტენციას და ააქტიურებენ სასქესო უჯრედებს.

ქალებისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები
ფოლიუმის მჟავა
ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა B9 ვიტამინი. დაფეხმძიმების მსურველმა ქალმა ჩასახვამდე 3 თვით ადრე უნდა დაიწყოს ორგანიზმის ფოლიუმის მჟავით გამდიდრება.
წყარო: საქონლის ღვიძლი, სალათის ფურცელი, ისპანახი, ბროკოლი. პარკოსნებიდან: ლობიო, ოსპი, მუხუდო, სოია.

კალციუმი
იმისათვის, რომ ჩანასახს კარგად ჩამოუყალიბდეს ძვლოვანი სისტემა, მოგვიანებით კი _ კბილები, დედამ საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს კალციუმი. როგორც წესი, ფეხმძიმობის პერიოდში ყველა ქალი საჭიროებს დამატებით კალციუმს, 1000 მგ-მდე დღეში.
წყარო: ძირითადად რძის პროდუქტები: ხაჭო, ყველი. შეამცირეთ ცხოველური ცხიმისა და პალმის ზეთის მიღება, რასაც, ბოლო დროს, ძირითადად საკონდიტრო ნაწარმში უმატებენ.

რკინა
დაფეხმძიმებამდე მომავალმა დედამ რკინის შეთვისებაზე ანალიზი უნდა ჩააბაროს, გამოიკვლიოს, როგორ ითვისებს მისი ორგანიზმი რკინის შემცველ პროდუქტებს, რადგან ანემია მეტად გახშირებული პრობლემაა.
წყარო: ძირითადად ცხოველური საკვები, მაგრამ რკინა ბევრია პარკოსნებში, წიწიბურაში, ისპანახში. ორგანიზმს რკინის ათვისებაში ხელს უშლის შავი ჩაი და მწკლარტე ხურმა.
მართალია, მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღება არ აფეხმძიმებს ქალს, მაგრამ ჯანმრთელობას საგრძნობლად გაუუმჯობესებს.
7541
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?