XX საუკუნეში მოწევა სასარგებლოდ ითვლებოდა ორსულებისთვის - ეს და ბევრი სხვა უცნაურობა ყველა დროში ორსული ქალები ცდილობდნენ მომავალი ბავშვისთვის შეექმნათ განსაკუთრებით კომფორტული პირობები. ხშირად მომავალ დედებს არ ჰქონდათ ელემენტარული ცოდნა იმის შესახებ, თუ რა იყო მათთვის სასარგებლო და რა არა. ამიტომ ორსული ქალები უფროსებს რჩევებს მისდევდნენ...
ვიწრო კორსეტები
რა თქმა უნდა, ქალებს ყოველთვის უნდათ, რომ კარგად გამოიყურებოდნენ და გამონაკლისი არც ორსულობის პერიოდია. ამიტომ მომავალ დედებს სთავაზობდნენ სპეციალურ კორსეტებს, რომელიც მაქსიმალურად ჭიმავდა მუცელს. ბევრი ამტკიცებდა, რომ ასეთი აქსესუარები სასარგებლო იყო როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. თითქოს დედას უნარჩუნდებოდა ტანდეგობა, ბავშვი კი ძლიერი და ჯანმრთელი გაიზრდებოდა.
მოწევა
ჩვენს დროში სიგარეტის ყოველ კოლოფს დიდი ასოებით აწერია ნიკოტინის მავნებლობის შესახებ. ჯერ კიდევ XX საუკუნეში მოწევა ითვლებოდა სასარგებლოდ ორსულებისთვის, რადგან ის აძლიერებდა ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას. სარეკლამო ბანერებიც კი მოუწოდებდნენ მომავალ დედებს სიგარეტის მოწევისკენ.
ორსულობა ნარკოზის ქვეშ
თანამედროვე დროშიც ძალიან ბევრია სიკვდილიანობის შეემთხვევა ნარკოზზე ალერგიის განვითარების გამო. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ექიმები ორსულებს ქლოროფორმის სუნთქვას ურჩევდნენ. სამწუხაროდ, ქლოროფორმი დამღუპველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ამის გამო ხშირი იყო თვითნებური აბორტები.
ყველაზე საუკეთესო სამოსის ტარება
ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, ბავშვი ლამაზი დაიბადებოდა იმ შემთხვევაში, თუ დედა ორსულობის დროს საუკეთესო, ლამაზ სამოსს ატარებდა.
ალკოჰოლი
100 წლის წინათ ექიმები ორსულებს ურჩევდნენ დაელიათ წითელი ღვინო. მცირე დოზებში სასარგებლოც კი არის, მაგრამ ბევრი ქალი მას იღებდა ზომაზე მეტს.
ავტომობილით მგზავრობის აკრძალვა
აშშ-ის სარკინიგზო გზების ადმინისტრაცია თავის დროზე ირწმუნებოდა, რომ მომავალი დედისთვის ავტომობილით მგზავრობა იგივეა, რაც გაუხედნავი მუსტანგით ჯირითი. ამიტომ, თუ ორსულისთვის აუცილებელი იყო სხვა ქალაქში წასვლა, მას აუცილებლად მატარებლით უნდა ემგზავრა.
მზის შიში
არავინ კამათობს იმაზე, რომ ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ მზის "შიში" ყველანაირ ჩარჩოს სცდებოდა. XIX საუკუნის ბოლოს ორსულებს ურჩევდნენ საერთოდ არ გამოსულიყვნენ ქუჩაში მზეზე და თუ ეს აუცილებელი იყო - მხოლოდ ქოლგის თანხლებით, ხელთათმანებით და კოჭებამდე კაბით.
კარგია, რომ თანამედროვე განათლებამ გაგვათავისუფლა მსგავსი ცრურწმენებისგან.