ტოპ-7 ფრაზა, რომლებიც ორსულებს აღიზიანებთ
ტოპ-7 ფრაზა, რომლებიც ორსულებს აღიზიანებთ
არსებობს აკვიატებული ფრაზები, რომლებსაც ყველა შემხვედრი თუ ნაცნობი მოგვახლის და ძალიანაც ვღიზიანდებით. მაგალითად, გათხოვებამდე აქტუალურია: "არ თხოვდები?", "როდის თხოვდები?" "გამოჩნდა ვინმე?" რომ გათხოვდები, მერე მოდის შემდეგი შეკითხვა: "ორსულად არ ხარ?" რომ გგონია, დაორსულდები და ბოლო მოეღება ნერვების მომშლელ და "არამკითხე მოამბე" შეკითხვებს, ასე სულაც არ არის. აი, იმ შეკითხვების "საუკეთესო შვიდეული", რომლებითაც ორსულობის პერიოდში "გვანებივრებენ" ნაცნობ-ახლობლები და რომლებიც ყველა ორსულს აღიზიანებს (რასაკვირველია, არა მეგობრის ან საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმული ეს
შეკითხვა, არამედ ყოველი შემხვედრის და ჩვეულებრივი ნაცნობის მიერ, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა):

1. როდის მშობიარობ?
2. სახელი უკვე შეარჩიე?
3. ბიჭია თუ გოგო?
4. გეშინია მშობიარობის?
5. ეს არ გაწყენს?
6. აბა, მარილიანები და მჟავეები არ გიზიდავს?
7. ბუნებრივად აპირებ?

გგონიათ, მშობიარობის მერე დამთავრდება? არაა? აბა, მერე ნახეთ: "ბავშვი არ ლაპარაკობს? რატომ?", "უი, ჯერ არ დადის? რატომ?" "ასე თხლად რატომ აცმევთ?" "რატომ ფუთნით?" "რეპეტიტორი არ გყავთ?" "უმაღლესში არ აბარებს?" "ჯერ არ თხოვდება?" "არავინ გამოუჩნდა?" და ასე დაუსრულებლად... ასე რომ, ან იგნორირება უნდა ისწავლოთ, ან სრული სიმშვიდით გასცეთ სათანადო პასუხები და დააკმაყოფილოთ უსასრულო ცნობისმოყვარეობა.
9088
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
gvantsa
0
xo ai zustad :D aramkitxemoambe xalxi :)
19:19 / 03-07-2015
თინა
0
ყველაზე საზიზღარი კითხვაა-ორსულად არ ხარ?უარყოფითი პასუხის შემთხვევაში-რატომ?რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?ან კიდევ-არ რჩები ორსულად?
14:01 / 04-05-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?