მოერიდეთ ცხიმში შემწვარ პროდუქტებს! - როგორ უნდა იკვებოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრში
მოერიდეთ ცხიმში შემწვარ პროდუქტებს! - როგორ უნდა იკვებოთ ორსულობის მეორე ტრიმესტრში
ორსულობის მეორე ტრიმესტრში ნაყოფი ინტენსიურად იზრდება და ვითარდება. პლაცენტა აქტიურ ფუნქციონირებას იწყებს, იზრდება სარძევე ჯირკვლები და სანაყოფე სითხის რაოდენობა. ამ დროს უკვე მაქსიმალურ დატვირთვას განიცდიან შინაგანი ორგანოები, ამიტომ თქვენს რაციონში შემავალი პროდუქტები ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი უნდა იყოს. მეორე ტრიმესტრი ყველაზე შესაფერისი დროა, რომ საკვების კალორიულობა გაზარდოთ.

სასარგებლო პროდუქტები
• ხშირად მიირთვით ნოყიერი ფაფები. ისინი წყალსა და მცენარეულ ხციმზე დაამზადეთ და შემდეგ შეაზავეთ რძით. ვიტამინების შემცველობის მხრივ ჩემპიონები არიან წიწიბურა,
შვრია, კანგაუცლელი ბრინჯი. თეთრი ბრინჯისა და მანანის ბურღულისგან მომზადებული ფაფები არასასურველია - მაღალკალორიულია და ნაკლები სარგებლობა მოაქვს.
• მსხვილად დაფქული ხორბლის პური გამოიყენეთ.
• ეცადეთ, ყოველ დილით ერთი კოვზი გაღვივებულ ხორბლის მარცვალი ჩაყლაპოთ. ეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე გააკეთეთ და ერთი ჭიქა წყალი მიაყოლეთ.
• მოერიდეთ ცხიმში შემწვარ პროდუქტებს. ხორცი ან მოხარშული ან ღუმელში შემწვარი მიირთვით. მოთუშული ქათმის ან კურდღლის ხორცი ბოსტნეულთან ერთან თქვენი რაციონის ნამდვილი ჰიტი გახდება.
• მოაშორეთ მაცივრიდან კონსერვები, შებოლილი და დამარილებული პროდუქტები. დროებით დაემშვიდობეთ ცხარე საწებლებს, სოსისებსა და ძეხვეულს. მათგან სარგებელი არაფერია, გულძმარვა კი - გარანტირებული.
• რძე თუ არ გიყვართ, მის დალევას თავს ნუ აიძულებთ. მისი სარგებლიანობის შესახებ ხმები ცოტა გაზვიადებულია.
• კალცის მარაგი
ხაჭოთი და ყველით შეივსეთ (დღეში 50-100 გრამი). მიიღეთ კეფირი და იოგურტი. რძის პროდუქტები არა მარტო ადვილად მოსანელებელ ცილებს, არამედ ამინომჟავებს, ფოსფორსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც ნაყოფის ზრდისთვის აუცილებელია. თუმცა მხოლოდ რძის პროდუქტების იმედზე ნუ იქნებით. თუ სისხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა კალცის ნაკლებობა დაგიდასტურათ, ეს დანაკლისი სპეციალური პრეპარატებით შეივსთ.

არ დაივიწყოთ რეჟიმი
მოწესრიგებული კვების რეჟიმის წყალობით თავს ყოველთვის კარგად იგრძნობთ. ცხოველური ცხიმები კუჭში დიდხანს რჩება და ნერვული სისტემის აღგზნებას იწვევს. ამიტომ ხორცი და თევზი დღის პირველ ნახევარში მიირთვით. საღამოს მსუბუქად ივახშმეთ, რომ კარგად დაგეძინოთ. იკვებეთ აუჩქარებლად, რადგან დანაყრების შეგრძნება ტრაპეზიდან 20 წუთის შემდეგ დგება.

ასევე იხილეთ
7670
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```