ორსულობა და ინტიმი - რომელ ტრიმესტრში რისი "უფლება" გვაქვს
ორსულობა და ინტიმი - რომელ ტრიმესტრში რისი "უფლება" გვაქვს
შორეულ წარსულში, როცა ქალს მშობიარობა ეწყებოდა, მეუღლე მასთან სქესობრივ კონტაქტს ამყარებდა. მიაჩნდათ, რომ ამით ნაყოფს დედის სხეულიდან გამოღწევაში ეხმარებოდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. იყო ისეთი დროც, როცა ექიმები ფეხმძიმე ქალებს სქესობრივი ურთიერთობებისგან თავის შეკავებას ურჩევდნენ, მაგრამ დღეს ეს ვითარებაც შეიცვალა. ამ დროისთვის ექიმთა დიდი ნაწილი ორსულთა სქესობრივ აქტივობას მწვანე შუქს უნთებს, თუმცა ყველა ტრიმესტრს განსხვავებული თავისებურებები გააჩნია, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
ზიგიერთ ქალს გრძნობები ორსულობისას უფრო უმძფრდება, ზოგიერთს კი პირიქით, მამაკაცის შეხებაც კი აღიზიანებს. ასეა თუ ისე, ფეხმძიმობა ორივე
პარტნიორზე მოქმედებს. საჭიროა კარგად იცოდეთ ტრიმესტრების თავისებურებები, რათა წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდეთ და ახალ რეალობას კომფორტულად შეეგუოთ.

პირველი ტრიმესტრი - ჯერ არა
ფეხმძიმობის პირველ თვეებში ქალების უმრავლესობას სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებული აქვს. ამ ინსტინქტით თავად ბუნება იცავს ბავშვს - 12 კვირამდე ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე მყარად არ არის მიმაგრებული და საშვილოსნოს ძლიერმა შეკუმშვამ, შესაძლოა, დააზიანოს. თანაც ამ დროს აღმოცენებული ტოქსიკოზი ეროტიულ გრძნობებს ნამდვილად ვერ გამოიწვევს.
გვხვდებიან გამონაკლისებიც. როცა დილაობით ორსულთა უმრავლესობას გულძმარვა უტევს, მათ მდგომარეობაში მყოფ სხვა ქალებს სექსუალური ფანტაზიები სტუმრობთ. რას იზამთ, ყველას ერთნაირად ვერ გაუმართლებს. თუ ამ იღბლიანთა შორის ხართ, ესე იგი თქვენს
სხეულს ასე სჭირდება და ნუ შეშინდებით.

მეორე ტრიმესტრი - ოქროს ხანა
"ღმერთო ჩემო, რა ქალია" - ასე აღწერს ბევრი მამაკაცი ამ დროს თავის მეუღლეს. გარეგნობის ცვლილება ნუ შეგაშინებთ, ისეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც არასდროს. მეორე ტრიმესტრი სქესობრივი ცხოვრებისთვის იდეალურ პერიოდად მიიჩნევა. ტოქსიკოზი და უსიამოვნო შეგრძნებები უკან დარჩა, ჰორმონები კი ზეიმობენ. დატკბით ამ პერიოდით.

მესამე ტრიმესტრი - თავად სინაზე
ინტენსიურად ზრდად მუცელს კორექტივები შეაქვს არა მარტო სექსის ხარისხში, არამედ რაოდენობაშიც. ის ყველაფერზე მოქმედებს, მათ შორის მოძრაობასა და აქტივობაზე. მხოლოდ მუცელშიც არ არის საქმე, ამ დროს ქალის გონებაც სხვაგან "ქრის". თუ ლტოლვას კვლავ განიცდით, ის დიდი სიფრთხილითა და სინაზით უნდა დაკმაყოფილდეს. ტრადიციული აქტები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. სამაგიეროდ, ორივე მშობელმა იცის, რომ ჯერ კიდევ აქვთ ვნებების დრო. მშობიარობის შემდეგ ხომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი თავშეკავების დრო დადგება.
41325
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნია
4
ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზრონ მამაკაცებმა და კეთილი ინებონ, დაუდგნენ მეუღლეებს გვერდით, არ იწანაწალონ მარჯვნივ და მარცხნივ!
11:06 / 24-03-2015
ani-s
0
საერთოდ, სასურველია, 40 დღის განმავლობაში თავი შეიკავოთ ურთიერთობისგან. ამ პერიოდში ბევრს დედათა წესიც უგრძელდება
13:33 / 06-09-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი