ზიგიერთ ქალს გრძნობები ორსულობისას უფრო უმძფრდება, ზოგიერთს კი პირიქით, მამაკაცის შეხებაც კი აღიზიანებს. ასეა თუ ისე, ფეხმძიმობა ორივე
პირველი ტრიმესტრი - ჯერ არა
ფეხმძიმობის პირველ თვეებში ქალების უმრავლესობას სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებული აქვს. ამ ინსტინქტით თავად ბუნება იცავს ბავშვს - 12 კვირამდე ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე მყარად არ არის მიმაგრებული და საშვილოსნოს ძლიერმა შეკუმშვამ, შესაძლოა, დააზიანოს. თანაც ამ დროს აღმოცენებული ტოქსიკოზი ეროტიულ გრძნობებს ნამდვილად ვერ გამოიწვევს.
გვხვდებიან გამონაკლისებიც. როცა დილაობით ორსულთა უმრავლესობას გულძმარვა უტევს, მათ მდგომარეობაში მყოფ სხვა ქალებს სექსუალური ფანტაზიები სტუმრობთ. რას იზამთ, ყველას ერთნაირად ვერ გაუმართლებს. თუ ამ იღბლიანთა შორის ხართ, ესე იგი თქვენს სხეულს ასე სჭირდება და ნუ შეშინდებით.
მეორე ტრიმესტრი - ოქროს ხანა
"ღმერთო ჩემო, რა ქალია" - ასე აღწერს ბევრი მამაკაცი ამ დროს თავის მეუღლეს. გარეგნობის ცვლილება ნუ შეგაშინებთ, ისეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც არასდროს. მეორე ტრიმესტრი სქესობრივი ცხოვრებისთვის იდეალურ პერიოდად მიიჩნევა. ტოქსიკოზი და უსიამოვნო შეგრძნებები უკან დარჩა, ჰორმონები კი ზეიმობენ. დატკბით ამ პერიოდით.
მესამე ტრიმესტრი - თავად სინაზე
ინტენსიურად ზრდად მუცელს კორექტივები შეაქვს არა მარტო სექსის ხარისხში, არამედ რაოდენობაშიც. ის ყველაფერზე მოქმედებს, მათ შორის მოძრაობასა და აქტივობაზე. მხოლოდ მუცელშიც არ არის საქმე, ამ დროს ქალის გონებაც სხვაგან "ქრის". თუ ლტოლვას კვლავ განიცდით, ის დიდი სიფრთხილითა და სინაზით უნდა დაკმაყოფილდეს. ტრადიციული აქტები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. სამაგიეროდ, ორივე მშობელმა იცის, რომ ჯერ კიდევ აქვთ ვნებების დრო. მშობიარობის შემდეგ ხომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდი თავშეკავების დრო დადგება.