34 კვირის ნაყოფი ხშირად თავს აბრუნებს გაურკვეველი გამოსახულებების მხარეს როდესაც საშვილოსნოს კედელში გაატარეს სინათლის სხივი, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 34 კვირის ნაყოფი ხშირად თავს აბრუნებს გაურკვეველი გამოსახულებების მხარეს.
ცნობილია, რომ ახალშობილებს სახეები აინტერესებთ ყველაზე მეტად, ვიდრე სხვა ობიექტები. ახალ გამოკვლევებში მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, ეს მიდრეკილება ვლინდება დაბადების შემდგომ, თუ ვითარდება საშვილოსნოში. "დავამტკიცეთ, რომ ნაყოფს შეუძლია გაარჩიოს გამოსახულება, რომელიც ჰგავს სახეს,- ამბობს ვინსენტ რიდი ლანკასტერის უნივერსიტეტიდან. - ეს ცნობილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მაგრამ დღევანდელ დღემდე არავის ჰქონია მცდელობა გამოეკვლია ნაყოფის მხედველობა".
ამ კვლევის მთავარი პრობლემა იყო ტექნიკური სირთულეები, მაგრამ რიდმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს ამ პრობლემის გადაჭრა. ისინი მიხვდნენ, რომ შუქს შეუძლია შეაღწიოს ადამიანის სხეულში და ხილული იყოს საშვილოსნოს შიგნიდან. ასევე გამოიყენეს მაღალხარისხიანი ოთხგანზომილებიანი ულტრაბგერითი ზონდირება, რომელიც საშუალებას იძლევა თვალი ვადევნოთ ნაყოფის მოძრაობას დინამიკაში.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს 39 ნაყოფის რეაქცია სახის მსგავს ფიგურებზე, რომელსაც აჩვენებდნენ "სწორ" და "ამოყირავებულ" მდგომარეობაში. "არსებობდა ვარაუდი, რომ ნაყოფი დაინტერესდებოდა ნებისმიერი ფორმით, - ამბობს რიდი. - აღმოჩნდა, რომ ისინი რეაგირებენ ზუსტად ისე, როგორც ახალშობილები".
ამგვარად დაადგინეს, რომ უპირატესობა სახეებისადმი ფორმირდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.