თავდაპირველად ამ ოპერაციას მხოლოდ გარდაცვლილ ქალებს უკეთებდნენ საკეისრო კვეთა უძველესი ღრუსმიერი ოპერაციაა, რომლის შესახებ ბერძნულ მითებში, აგრეთვე ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტისა და რომის იმპერიის ისტორიულ დოკუმენტებშია მოხსენიებული.
ასკლეპიუსი – ექიმობის ღმერთი ძველბერძნულ მითოლოგიაში იყო აპოლონისა და კორონიდა ნიმფას ვაჟიშვილი. კორონიდამ, რომელიც იყო ფეხმძიმედ აპოლონისაგან, უღალატა მას ლამაზმან ისხითთან. განრისხებულმა ზევსმა მოკლა ისხია ელვით, აპოლონმა კი - მოღალატე ცოლი, ვაჟიშვილი კი ამოიყვანა მკვდარი დედის მუცლიდან და გადასცა აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ ხირონს.
გადმოცემით, საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას ცეზარი. აი რას წერს ამის შესახებ ისტორიკოსი: ”შემდეგ მოდის ერა მეფე ავგუსტისა, ეს კი იყო კეისარი, კეისარი ფრანგულად ნიშნავს “ის ამოჭრეს”. ავგუსტის დედა გარდაიცვალა მშობიარობის დროს, მას გაუჭრეს მუცელი და ამოიყვანეს ჩვილი და დაარქვეს კეისარი. ავგუსტი თავს იწონებდა სხვა მეფეების წინაშე, რადგან ის არ იყო ნაშობი ქალის საშოდან.“
ძველად ოპერაცია კეთდებოდა მხოლოდ გარდაცვლილ ქალზე, ბავშვის სოცოცხლის გადასარჩენად. მხოლოდ 1521 წელს რუსომ (საფრანგეთი) დაასაბუთა ამ ოპერაციის გაკეთება ცოცხალ ქალზე. პირველი ნამდვილად ცნობილი ოპერაციები გაკეთებულია იტალიელი ექიმის – ქირურგის ქრისტიან ბაიონის მიერ 1540 წელს, და გერმანელი ქირურგის ტრაუტმანის მიერ 1610 წელს, მაგრამ საშვილოსნოზე ჭრილობის გაკერვის შემდეგ ქალები კვდებოდნენ სისხლდენისაგან და ინფექციებისაგან.
ერთ-ერთი პირველი ნამდვილად წარმატებული საკეისრო კვეთა ჩატარდა ინგლისელი ექიმი-ქალის ჯეიმს მირანდა სტიუარდ ბერის მიერ, რომელიც დარეგისტრირდა სამხრეთ, აფრიკაში როგორც სამხედრო ექიმი. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს ანტისეპტიკებისა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, და საშვილოსნოზე ჭრილობის გაკერვა.