ყველაზე კითხვადი
"მე მეან-გინეკოლოგი ვარ და სწორედ ამიტომ არასოდეს გავაჩენ ბავშვს". სიმართლე მშობიარობის შესახებ
"მე მეან-გინეკოლოგი ვარ და სწორედ ამიტომ არასოდეს გავაჩენ ბავშვს". სიმართლე მშობიარობის შესახებ

ორსულობისა და მშობიარობის გარეშე შეუძლებელია იმ დიდი ბედნიერების განცდა, რასაც დედობა ჰვია. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხშირად არ არის ყველაზე სასიამოვნო ეტაპი ქალის ცხოვრებაში. დისკომფორტი, ცვლილებები სხეულში და გარკვეული დაავადებების რისკი განუყოფელია ორსულობა-მშობიარობისგან. ამიტომ გმირად მიიჩნევენ ყველა ქალს, ვინც ეს გამოარა და ორჯერ და მეტადაც ისურვა ამის თავიდან განცდა. თუმცა არსებობენ ქალები, რომლებსაც არ სურთ ან გადაულახავ დაბრკოლებად მიაჩნით ორსულობა. 
ლეა ტორესი მეან- გინეკოლოგია. მან უამრავი ქალი ამშობიარა, მაგრამ
თავისთვის მიიღო გადაწყვეტილება - არასოდეს გაეჩინა ბავშვი.

ექიმის სიტყვები შოკისმომგვრელია,
მაგრამ ყველა ადამიანს ხომ აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი ცხოვრება. 

ლეა თვლის, რომ ორსულობა საშინელი გამოცდაა. ტორესი გულწრფელად გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ქალები მზად არიან ორჯერ , სამჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც გამოსცადონ გულისრევა და საშინელი ტკივილები.

ერთხელ მეან- გინეკოლოგმა სთხოვა პაციენტს წერილობით გადმოეცა სიმართლე ორსულობის შესახებ. აი რა დაწერა მან:
mshoblebi
"რომ არა ჩემი დიდი სურვილი ბავშვის ყოლისა, ალბათ არასდროს მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. არ ვადანაშაულებ არავის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არასოდეს იყოლიოს ბავშვი, რადგან ორსულად ყოფნა- საშინელებაა...

გულისრევა მუდამ თან დამსდევს. ეს ჩემი მესამე მშობიარობაა. ახლა 37-ე კვირაზე ვარ და კიდევ მაქვს გულისრევის შეგრძნებები. ისევ ცრემლები... ტირი ყოველდღე -უმიზეზოდ. როდესაც იღლები ტირილისაგან- მეუღლეს ეჩხუბები უმიზეზოდ, რათა კიდევ გქონდეს ტირილის მიზეზი.
mshoblebi
ზოგჯერ ჰაერი არ გყოფნის, ძლივს მოძრაობ, ყველაფერი გტკივა...

მშობიარობა - ყველაზე საუკეთესო მომენტია, რადგან ყველანაირი ტკივილი ქრება. თავს გრძნობ შესანიშნავად არა იმიტომ, რომ შვილის მიმართ დიდ სიყვარულს განიცდი, არამედ იმიტო, რომ როგორც იქნა გათავისუფლდით ერთმანეთისგან.
mshoblebi
მიყვარს ჩემი შვილები ყველაზე მეტად და სწორედ ამ მიზეზით გავდივარ ამ ჯოჯოხეთს მესამეჯერ. ბავშვებმა ჩემი ცხოვრება სრულფასოვანი გახადეს, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რომ ორსულობა ყველაზე მაგიური და მშვენიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში".

რა თქმა უნდა არასასიამოვნოდ ჟღერს... ქალის ორგანიზმში 9 თვის განმავლობაში უამრავი ცვლილება ხდება. ორსულები ხშირად ჩივიან კრუნჩხვებზე, რისკის ქვეშ იმყოფებიან დიაბეტის განვითარების მხრივ, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.
mshoblebi


ჩვენს საზოგადოებაში ორსულობა და მშობიარობა აღიქმება ქალის მოვალეობად. მართალია ყველასათვის ცნობილია რისკები, მაგრამ მაინც იღებენ გადაწყვეტილებას.
mshoblebi
უბრალოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ქალს არ სურს ბავშვის გაჩენა - ეს ნორმალურად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. .ლეა ტორესს ესმის, რომ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე შეუძლებელია დედად გახდომა, მაგრამ მას მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამაში პირადად მონაწილეობა არ მიიღოს.

ნებისმიერ ქალს აქვს აჩევანის გაკეთების უფლება, თუმცა ვინც დედობას გადაწყვეტს, ის აუწონავი სიმდიდრით, სიხარულითა და ბედნიერებით საჩუქრდება. ეს ყველა ქალმა შვილების გაჩენამდეც უნდა იცოდეს...

25520
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (26)
21:14 / 24-09-2017
maxo
უბედური დედაშენი ნეტავი მასაც ეფიქრა ისე როგორც შენ,ხომ არ დაიტანჯებოდა საწყალი,ვაი შენს პატრონს უბედურს.
20:59 / 23-09-2017
ekuna
აუუ ორსულობაზე ვინმე რომ იტყვის სასიამოვნო მდგომარეობააო,იცით როგორ მიკვირს და ჩემიც როგორ უკვირთ რო მაჟრიალებს ამის გაგონებაზე,ყველასთვის ერთნაირი ხო არაა?მე გარკვეულწილად ვეთანხმები ამ ქალს,არაა სასიამოვნო მდგომარეობა ნამდვილად და აღარც მინდა მეტჯერ გამოვცადო.
13:57 / 22-09-2017
!!!!
ასეთ სისულელე ჯერ არ წამიკითხავს. ეს არის ნამდვილი სატანა, ყველა ქალი როგოც წესი ოცნებობს დედობაზე, საშინელი პროტესტი მაქვს აც საიტის ავტორებთან სასწრაფოდ წაშალეთ ამ ბნელეთის მოციქულის ბოდვები!
13:48 / 19-09-2017
ww
სად მოიპოვებენ ხოლმე ასეთი სისულელეების გმირს.
13:05 / 16-09-2017
ნინო
ჰოდა, არც არის ასეთი შვილის ღირსი.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.08.2017
"როცა ვჭამ შურს და ლუკმებს თეფშიდან მპარავს, გვერდებიც გაუსუქდა და შიშის თვალებით უყურებს ახალ კილოგრამებს..."
09.08.2017
ორსულობა, როგორც სასურველი, ისე არასასურველი, ქალისგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს
03.08.2017
ბავშვის დაბადებამდე ყველაფრის დალაგების უკონტროლო სურვილი ხშირად იპყრობს მომავალ დედებს...
25.06.2017
თავდაპირველად ამ ოპერაციას მხოლოდ გარდაცვლილ ქალებს უკეთებდნენ
14.06.2017
34 კვირის ნაყოფი ხშირად თავს აბრუნებს გაურკვეველი გამოსახულებების მხარეს
03.06.2017
"ფეხმძიმობის დროს თირკმლებს, ისევე, როგორც ორგანოთა უმრავლესობას, ორმაგი დატვირთვით უხდება მუშაობა: ისინი არა მარტო ქალს, არამედ ნაყოფსაც ემსახურება" - ნეფროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
02.05.2017
სატელევიზიო შოუების ვარსკვლავი, 7 თვის ორსული მოცეკვავე თამუნა აბესაძე აქტიური რეჟიმით მუშაობს...




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი