ბავშვის დაბადებამდე ყველაფრის დალაგების უკონტროლო სურვილი ხშირად იპყრობს მომავალ დედებს... ბავშვის დაბადებამდე ყველაფრის დალაგების უკონტროლო სურვილი ხშირად იპყრობს მომავალ დედებს. თუმცა გადაჭარბება არ ღირს, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში.
არის არაერთი საქმე, რომელიც ორსულთათვის არცთუ ისე უსაფრთხოა. გაეცანით მათ და მოერიდეთ. გადააბარეთ ეს საქმეები ოჯახის სხვა წევრებს ან დაიქირავეთ დამლაგებელი.
სააბაზანოს გაწმენდა
სააბაზანოს გაწმენდა უამრავი ქიმიური საშუალების გამოყენებას ითვალისწინებს. ორსულებმა არ უნდა შეისუნთქონ ტოქსიკური ქიმიკატები. თქვენი ძირითადი ამოცანაა, ერიდოთ ყველაფერს, რასაც უსიამოვნო სუნი ასდის.
მტვერსასრუტის გამოყენება
აირჩიეთ: ან დატკბეთ ორსულობის პერიოდით, ან დაიტანჯოთ იშიასით სახლის დალაგების შემდეგ. დიახ, იშიასი შეიძლება მტვერსასრუტის გამოყენებამ გამოიწვიოს. ეს აძლიერებს ზურგის ტკივილს, რაც ყველა ორსულს აწუხებს.
რეცხვა
ნაადრევი ორსულობა ან წნევის ვარდნა ძლიერდება რეცხვის პროცესით. სანამ ფეხმძიმედ ხართ, ეს სხვამ გააკეთოს, ან სარეცხ მანქანას მიანდეთ. დახრა და თეთრეულით სავსე კალათების აწევა - დიდ დატვირთვას აძლევს ზურგს. თუ სხვა გზა არ გაქვთ, ეცადეთ, იშვიათად მაინც აკეთოთ ეს. განაგრძეთ კითხვა