„მარტომ გაგზარდეთ, წვალებით და ჩემი ცხოვრება თქვენ შეგალიეთ, მაგრამ უმადურები ხართ“ - დედის ჩხუბი
„მარტომ გაგზარდეთ, წვალებით და ჩემი ცხოვრება თქვენ შეგალიეთ, მაგრამ უმადურები ხართ“ - დედის ჩხუბი
1 / 2
Next
წლების წინ შვილმა გამაბრაზა და გავბრაზდი (ხომ ლოგიკურია) დავიწყე წიოკი...
ჩემს არც ერთ შვილს ხმისთვის არ აუწევია ჩემთან კამათისას და ამ შემთხვევაშიც, თავს იმართლებდა, მაგრამ მაინც თავის აზრზე რჩებოდა და არ მეპუებოდა...
ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ ცეცხლს ვაფრქვევდი.
„მარტომ გაგზარდეთ, წვალებით და ჩემი ცხოვრება თქვენ შეგალიეთ, მაგრამ უმადურები ხართ“ - ამის მსგავსი სავალდებულო ტექსტები მოვილიე (გეცნოთ ალბათ ბევრს) და მაინც ვერ დავწყნარდი, მეცოტავა...
- ახლა მე წავალ სახლიდან, გავთხოვდები, ჩემს
ცხოვრებას მივხედავ, დაგყრით უპატრონოდ და ჩემს ფასს მერე გაიგებთ, - ახალი აზრი მომივიდა და დავემუქრე, რომ ძალიან ენანა.

წარმოიდგინეთ ახლა, მე რომ ბედნიერად გავთხოვდებოდი, ფუფუნებაში ვიცხოვრებდი და ჩემი შვილები 1 კვირის ნაყიდ პურის ქერქს დაღრღნიდნენ და მიხვდებოდნენ, რა დაკარგეს.

მოკლედ, გამოვიძახე ტაქსი (მანქანა რატომ არ მიმყავდა მზითევში, არ მახსოვს) და დავიწყე მზადება...
- პირველივე შემხვედრს გავყვები, - დავაზუსტე ალბათ იმის მერე, როცა საქმროების რეალურ „არსენალს“ თვალი გადავავლე და არც ერთი არ დამესახა მომავალ ქმრად.

ქუჩაში რომ გახვალ და პირველივე შემხვედრს გააჩერებ, - ცოლად უნდა გამოგყვეო, - ხომ წარმოგიდგენიათ.
სანამ მე დავდივარ უაზროდ ოთახში, ტაქსის მოლოდინში, ეს ჩემი შვილი დამყვება და -
დე, არ წახვიდე, დე, მაპატიე, დე გთხოვ... მკოცნის, მეფერება...
- უნდა წავიდე, ვთხოვდები! - ძალიან დამაჯერებლად ვეუბნები, კი არ ვეუბნები, ვკივი.
მოვიდა ტაქსი და გადამიდგა შვილი წინ, - არ გაგიშვებო... ხელებზე მკოცნის, მაწყნარებს.
- ნუ, დროებით დავრჩები, კიდევ მაქვს შენთვის სათქმელი-მეთქი.
ჩავიდა, ტაქსს გამოძახების ფული გადაუხადა და გაუშვა.
მობრუნდა და გავაგრძელე ჩხუბი... ისევ ავპილპილდი ნელნელა, თან ვტირი რა თქმა უნდა, თვალები დასიებული, ტუჩები დასიებული, თმა - ყალყზე. ასე მივდიოდი გასათხოვრად.
და ისევ გადამეკეტა...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
11051
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ვაააა
0
ასეთ სიტუაციაში რომ ხარ ან ავს რას იკლავ ჭყიპინით ან ბავშვებს რას აყვედრით გაჩენის დღს?????? წადით და კაცი იშოვეთ . ხო ალფანსო იშოვეთ ერი დღისთვის კაგად მოგეფერონ სექსუალურადაც დაგაკმაყოილონ თანნშესაძლებლობა გქონია . ვიაას მატერიალური წყაროს შანსიც გაუჩნდწბა და რამდენი დარჩება მოგებული???? შენ , შნინოჯახი , და ალფონსო . თუეს არ გაწყობთ ლექტრო ასო იყიდთ დაგაწყნარებთ )))))))).
17:51 / 22-05-2019
II ვარიანტი
2
ტაქსიზე რომ უარი მითხრეს, გადავიკუდე ჩანთა, შვილი ხელის კვრით მოვიშორე და გარეთ გავვარდი. გაჩერებამდე ისე მივედი, არ მახსოვს არაფერი. არც ის მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი და ვფიქრობდი ათას რამეზე. უცებ რაღაც ხმა ჩამესმა ყურში და როცა გამოვფხიზლდი, დავინახე რომ საკმაოდ კარგი გარეგნობის, სოლიდური, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მედგა გვერდით და მიღიმოდა. -ბატონო? შევეკითხე, რადგან მისი ნათქვამი ვერ გავიგე. -ხომ არ დაგეხმაროთ? აღელვებული ჩანხართ/ -ააააარა, რა ვიცი, არ ვიცი, ცოტა დაბნეული ვარ. ვუპასუხე ცოტა კი არა საკმაოდ დაბნეულმა. მოკლედ საუბარი გაიბა და ამ მამაკაცმა ყავაზე დამპატიჟა. უარი არ მითქვამს, გავყევი ბარში. ნუ მერე ყავას და საუბარს ჭიქა კონიაკიც მოყვა და მოკლედ მივხვდი რომ ჩემო ოცნების მამაკაცი ვიპოვე. არ მახსოვს როგორ დამითანხმა სასტუმროში ავყოლოდი. მითხრა მივლინებით ვარ ჩამოსული ლონდონიდან, 1 კვირაში საქმეებს მოვრჩები და უკან ვბრუნდებიო. ნელ-ნელა სიყვარულზე საუბარიც შემომაპარა და აღარ მახსოვს როგორ დავყევი მის ნებას მას მერე, რაც ლონდონში თან წაყვანას დამპირდა. მოკლედ, რამოდენიმეჯერ ნასიყვარულევს ჩამეძინა. სასიამოვნო სიზმრებში ჩავიძირე. ვხედავდი როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, როგორ ვცხოვრობდით ფეშენებელურ სახლში, როგორ მანებივრებდა საჩუქრებით და ა.შ. გამეღვიძა. გვერდით გადავიხედე და მისი ადგილი ცარიელი დამხვდა. ვიფიქრე ალბათ შხაპს იღებს მეთქი და დაძახება დავაპირე, მაგრამ გამახსენდა ის რომ მისი სახელიც არ მახსოვდა. არა, თითქოს გამეცნო, მაგრამ არ დამიძახია მისთვის სახელი. ცოტა წელათრეული წამოვდექი, თხელი საბანი მოვიფარე და საშხაპის კართან მივედი. საყვარელოოოო!!! დავიძახე მაგრამ იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარი შევაღე და.... იქ არავინ დამხვდა. ტვინში სისხლი გამეყინა (ძარღვებშიც). მიმოვიხედე და არანაირი ნიშანი მისი იქ ყოფნისა არსად ჩანდა. ტუმბოზე 50 $-იანი და წერილი ვიპოვე მხოლოდ. რა ეწერა წერილში? -კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონე. სასტუმროს ფული გადახდილია, გკოცნი. თვალთ დამიბნელდა, ჩავიცვი, ისე რომ წყალიც არ გადამივლია, გამოვედი სასტუმროდან, ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი. -კარზე რომ დავრეკე, ალბათ ფერი აღარ მედო. შვილმა გამიღო. დედა რა გჭირს? სად იყავი წუხელის? ხომ კარგად ხარ? დამაყარა კითხვები. მე კი პირქვე დავემხე საწოლზე და მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე: -ვერ გავთხოვდი!
13:17 / 24-10-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```