"ყოველ დილით გამოვდივარ ქუჩაში და გამვლელებს ვეუბნები, თუ რა მივირთვი, თავს როგორ ვგრძნობ, რა გავაკეთე გუშინ საღამოს, ახლა რას ვაკეთებ, რას ვაპირებ ხვალ" რადგან მე არ მაქვს ნორმალური ინტერნეტი, ფეისბუქი და ინსტაგრამი, ვცადე მათ გარეშე, ოღონდ მსგავსი პრინციპებით მემოქმედა და მეპოვა მეგობრები.
აი, რა გამოვიდა:
ყოველ დილით გამოვდივარ ქუჩაში და გამვლელებს ვეუბნები, თუ რა მივირთვი, თავს როგორ ვგრძნობ, რა გავაკეთე გუშინ საღამოს, ახლა რას ვაკეთებ, რას ვაპირებ ხვალ. ვაწვდი მათ ჩემი მეგობრების და ჩემი ზღვის გოჭის სურათებს, ასევე ჩემს ბავშვობისდროინდელ ფოტოებს და იმ სურათსაც კი, სადაც ველოსიპედს ვარემონტებ.
მე ყურადღებით ვუსმენ სხვების საუბრებს და კომენტარსაც ვაკეთებ: „მე მომწონს“.
ვაშა! მე გამომივიდა და დღეისათვის უკვე 5 თანამოაზრე მყავს:
2 პოლიციელი, 1 ფსიქიატრი, 1 ფსიქოლოგი და 1 ექთანი.