"საყვარელო, ძაღლი ვიპოვე" - ცოლის მესიჯი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა
"საყვარელო, ძაღლი ვიპოვე" - ცოლის მესიჯი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა
რამდენიმე მილიონი მოწონება და ნახევარი მილიონი გაზიარება ჰქონდა ცოლ-ქმრის მიმოწერას. ახლა ყველაფერს მიხვდებით.

ტეხასელი ჯასტინ ბოქსი გაოგნებული დარჩა, როდესაც მისმა მეუღლე კაილამ გაუგზავნა სმს გზავნილი, სადაც წერდა, რომ იპოვა ძაღლი. ფოტოზე იყო ნამდვილი გარეული კოიოტი. აი მიმოწერა, რომელიც კაილამ დადო სოციალურ ქსელში:

ქსელში:
"გამარჯობა, ძვირფასო.
ვიპოვე ეს ძალღლი ჩვენს სახლთან ახლოს. მას არ ჰქონდა ყელსაბამი, შესაბამისად არ ვიცი მისი სახელი.
mshoblebi
ისეთი შეშინებული ჩანდა. რა უნდა მექნა? მოვიყვანე სახლში. მგონი გაყინულია,
საწყალი ძაღლი.

ქმარი:იმედი მაქვს, ხუმრობ ხომ?

ცოლი: კი მაგრამ რა ხდება? სახლთან ვიპოვე გაყინული ძაღლი და სახლში არ უნდა შემომეშვა? ნუთუ ასეთი უგულო გგონივარ?

ქმარი: საყვარელო, ეს არ არის ძაღლი!!!! აიღე ყურმილი! მიპასუხე!!! ეს ხომ კოიოტია!!!

ცოლი: როგორმე ვარჩევ ძაღლს სხვა ცხოველისგან.

ქმარი: დააბრუნე ახლავე ეზოში!!!

ცოლი: არ გავაგდებ ეზოში, ძალიან შეშინებულია.
mshoblebi
ქმარი: რა თქმა უნდა შეშინებულია, ის ხომ გარეული ცხოველია!!!

ცოლი: კი, მაგრამ... შეიძლება დავიტოვო?

ქმარი: არა, არ შეიძლება. ამ ცხოველის ადგილი - ქუჩაშია. ღმერთს გეფიცები - ადამიანო!!!
უფრო სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. სახლში კოიოტი - ღმერთო!!!

ცოლი: ჯასტინ, მე ის მომწონს და მინდა, რომ დავიტოვო სახლში. ისეთი საყვარელია...

ქმარი: არ შეიძლება
მაგის დატოვება, ასე არავინ არ იქცევა.

ცოლი: ნუ მიყვირი, ასეთი დიდი ასოებით. უმიზეზოდ მეჩხუბები.

ქმარი: უმიზეზოდ??? სახლში კოიოტი მყავს და ჩემს ცოლს ჰგონია, რომ ის ჩიხუახუაა. სულ მთლად გაგიჟდი???

ცოლი: საყვარელო, გახსოვს, საახალწლოდ რომ ვგეგმავდით ძაღლის ყიდვას? ის ხომ თვითონ მოვიდა. იქნებ ბედია?

ქმარი: ეს არ არის ძაღლი. მართლა არ გესმის? მართლა მართლა ფიქრობ, რომ ძაღლია? ერთმნიშვნელოვნად კოიოტია!
mshoblebi
ცოლი: ნახე, რა საყვარელია...

ქმარი: ნუ გამაგიჟე, ის სულაც არ არის საყვარელი, ის აქოთებულია. ახლა მოვალ სახლში და შეიძლება დამხვდეს შემზარავი ამბავი, რომ ჩემი ოჯახი კოიოტმა შეჭამა, რომელიც ჩემმა ცოლმა მოიყვანა სახლში. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ჩაგიდენია.

ცოლი: არამგონია, რომ კოიოტები ადამიანებს ჭამდნენ.

ქმარი: რა? ე.ი. შენ არც კი იცოდი, რომ კოიოტი იყო მანამ, სანამ არ გითხარი, რომ ეს კოიოტი იყო? გამარჯობა, თქვენს წინაშეა "ცხოველთა სამყარო" და მისი წამყვანი კაილა. ის ძაღლს ვერ ასხვავებს კოიოტისგან. დაუჯერეთ მას, ის ექსპერტია... ნუ გაგიჟდები, საყვარელო.

ცოლი: სერიოზული კითხვა მაქვს, იღრინება და ოთახებში აქეთ-იქით დადის. მე და ოლიამ კრაპინკა დავარქვით.
ყურებზე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი: "ყველაფერი კარგადაა, კრაპინკა", ის მაინც ნერვიულობს. რა ვქნა?

ქმარი: კრაპინკა? თქვენ ყველა გაგიჟდით? კაილა, მომისმინე, ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სისულელე ჩაიდინე. გემუდარები, მომისმინე! მოკიდე ბავშვს ხელი და ჩაიკეტეთ ჩვენს ოთახში. არ გააღო კარი.
არ მინდა, რომ ჩემი შვილი დაგლიჯოს კოიოტმა!!!

ცოლი: კარგი, საყვარელო...

ქმარი: ხო, ხო, ახლავე გამოვდივარ... მოვალ და შევეცდები გამოვიყვანო სახლიდან. ღმერთო, რატომ დავქორწინდი ქალზე, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ცხოველები?

ცოლი: საყვარელო, აქ ერთი პრობლემაა. სახლის უკან ძაღლები ღმუიან.. იქნებ ამას მოაკითხეს?
mshoblebi
ქმარი: ხუმრობ ხომ? ეს ხომ ჩვენი ეზო არ არის... ღმერთო, კაილა!!!

ცოლი: საყვარელო, ძალიან მიყვარხარ.

ქმარი: რა ხდება?

ცოლი: ჩვენ სახლში არანაირი კოიოტი არ გვყავს..

ქმარი: არის!!! ვიცი, შენ რომ ძაღლი გგონია, კოიოტია! და ის ჩვენს სახლშია!

ცოლი: არა, საყვარელო. მე არც ვიცი როგორ გამოიყურება კოიოტი. ის არ არის ჩვენს სახლში, არც გარეთ და არსად.
ეს ფოტოები ფოტოშოპია...

ქმარი: ვერ გიტან!!!!!!
14723
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
solomon bay
1
რამ გამოაშტერა ამდენ ტექსტ მესიჯებს და სმსებს არ ჯობდა დაერეკა?! წინასწარ გათამაშებული და დაგეგმილი ქონდათ მერე რომ გამოექვეყნებინათ და ყურადღება მიექციათ...
12:22 / 07-11-2018
რეზო
1
სასტიკი ქალი
18:06 / 26-10-2018
მსგავსი სიახლეები
```