მამი, შენ კიდევ უნდა გაიზარდო? 3 წლის ელენიკო მამას:
- მამი, შენ კიდევ უნდა გაიზარდო?
- არა, მე აღარ გავიზრდები.
- აბა რატომ ჭამ?
კახეთიდან თბილისში სტუმრად ჩამოსული ნიკოლოზი დედას:
- დედა, ეს რა არის?
- ეს არის მდინარე მტკვარი...
- აა, ალაზანია?
პატარა ბექამ კაკუნით ლამის კარი ჩამოიღო. დედა შენიშვნას აძლევს:
- ბექა, ასე კაკუნი როგორ შეიძლება, იქნებ ძინავთ სახლშიადამიანებს?
- მერე ხომ უნდა გავაღვიძო...
3 წლის ანამ პირველად დაინახა მტკვარი
- ვაიმე დედა, ნილოსი...
4 წლის თაკო ბაღში მეგობარს უხსნის, ვის არის ქმარი:
კაცია. სულ უნდა აჭამო, გაურეცხო და ყველაფერი მიუტანო. ზოგჯერ თვრება და ხვრინავს. გაძლევს ფულს.