საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში... - ძალიან სასაცილო ამბავი
საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში... - ძალიან სასაცილო ამბავი
იუმორი სოციალური ქსელიდან:


"საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...
დახმარება პატარამ თავად სთხოვა - საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი "ბათინკები" ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან...
როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მეორე ბათინკიც ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, საწყალმა ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა
- არასწორად მაცვია!..
არადა მართალი იყო - მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი - მარჯვენაზე...
"ბათინკების" გახდა ჩაცმაზე უარესი იყო...
აღმზრდელი თავს ძლივეს იკავებდა, როცა მარჯვენა
ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.
და უცბად ბიჭუნა აცხადებს:
- ეს ჩემი "ბათინკები" არ არის!
აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: "ადრე რატომ არ მითხარი???!!!" და ისევ შეუდგა, ძლივძლივობით, საშინელი ფეხსაცმელების გახდას. ბოლოს, როცა როგორც იქნა დაასრულა, ბავშვმა თქვა:
- ჩემი ძმის ბათინკებია. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.
აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით ისევ ჩააცვა ფეხსაცმელი და შეეკითხა:
- შენი ხელთათმანები სადღაა?
- ბათინკებში ჩავტენე..."
9813
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ირმა
0
და სურათზე რატომღაც გოგოა ;)
18:47 / 29-01-2019
moqalaqe
0
ძალიან მაგარია.
20:49 / 26-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```