"50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი..."
"50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი..."
50-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთხელ ყურადღებით შევხედე ჩემს ცოლს და ვუთხარი:
- 50 წლის წინ გვქონდა პატარა სახლი, ძველი მანქანა, დივანზე გვეძინა და პატარა შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყურებდით, მაგრამ სამაგიეროდ ყოველ ღამე ვწვებოდი ლოგინში ლამაზ 19 წლის გოგონასთან ერთად. 
ახლა მაქვს უშველებელი ძვირად ღირებული სახლი, ბევრი ძვირფასი მანქანა, უშველებელი საწოლი საოცარ საძინებელში, ფართოეკრანიანი ტელევიზორი, მაგრამ ლოგინში ვწევარ 69 წლის ქალთან ერთად. უკვე ეჭვი მეპარება ჩემს ქორწინებაში.

ჩემი ცოლი გონიერი ქალია. არც განაწყენებულა
და არც უყვირია. უბრალოდ შემომთავაზა, მეპოვა 19 წლის გოგონა, თავად კი იზრუნებდა იმაზე, რომ მე კვლავ მეცხოვრა პატარა სახლში, ვწოლილიყავი გაუბედურებულ დივანზე და მეყურებინა შავ-თეთრი ტელევიზორისთვის. 
ნუთუ ქალები შესანიშნავები არ არიან? მათ ნამდვილად იციან, როგორ გადაჭრან თავიანთი ქმრების ყველა პრობლემა.
7642
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
დალილას
0
ხანშიშესულ ქალებს სულაც ჰკიდიათ ვის შეხედავს მისი ბებერი ქმარი. ნეტავი სულაც წაიყვანდეს ვინმე.:)))))))))
19:32 / 29-03-2019
დალილა
0
ძალიან მწყდება გული იმაზე რომ მამაკაცების უმრავლესობას ,ასაკში აღარ მოსწონთ საკუთარი მეუღლეები და თვალი და გონება ახალგაზრდებისაკენ გაურბით. ეს ცოლისტვის კი დამცირების და დიდი გულისტკივილია.გიყვარდეთ მამაკაცებო ისევ ისე თქვენი მეუღლეები როგორიც გიყვარდათ როცა შეირთეთ ცოლად!!!!!!!!!!!
19:33 / 27-03-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?