ცოტა ხნის წინ ბლოგერმა და 2 შვილის მამამ, მაიკ ჯულიანელმა სოციალურ ქსელში გამოწვევა დაიწყო. ის მომხმარებლებს მოუწოდებდა, გაეზიარებინათ მისთვის, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ.
მისი თქმით, ამ პროექტის მიზანი ღიმილისა და ბედნიერების გამოწვევა და ასევე სოლიდარობის გამოცხადებაა იმ მშობლების მიმართ, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან აღზრდის პროცესში.
"ამ ფოტოებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მათი გაჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა..."
მაიკის იდეას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. შედეგი თავად შეაფასეთ!