ახალგაზრდა დედებს შვილები ზუსტად იმ ასაკში ჰყავთ, როცა მათ მოვლას ზღვა ენერგიაც არ ჰყოფნის ახალგაზრდა დედებს ნერვული სისტემა განსაკუთრებით ფაქიზი აქვთ, ახალი შემდგრები არიან დედებად, ახალ პასუხისმგებლობას, მოვალეობებს, შინ ბავშვთან ჯდომას და ბევრ სხვა რამეს ცდილობენ, შეეგუონ და ფეხი აუწყონ. ამ დროს ნაცნობ-მეგობრების თუ უცნობების მხრიდან წამოსროლილი ზოგიერთი ფრაზა მათზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს. აი, ეს ფრაზებიც.
1. "რა დაღლილი სახე გაქვს"
დედამ ისედაც იცის, რომ საკუთარი თავისთვის დიდი დრო არ რჩება და იდეალურად ვერ გამოიყურება. შეხსენება რაღა საჭიროა?
2. "მუშაობ?"
ყველა დედა მუშაობს - დილის ცვლაში, შუადღის ცვლაში, ღამის ცვლაში. მზარეულად, დამლაგებლად, ძიძად, მედდად... ფულადი ანაზღაურების ნაცვლად კი ბავშვის კოცნას და ღიმილს იღებს. ჰოდა, თუ არ გინდათ დაწვრილებით მოისმინოთ ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ, ამ სულელური შეკითხვისგან თავი შეიკავეთ.
3. "ნამდვილ დედიკოს დაემსგავსე"
ეს ფრაზა განსაკუთრებით ნერვებისმომშლელია დაქალისგან, რომელიც:
უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ტოლები ხართ უფრო "კარგ ტანზე დგას" წარმატებული კარიერა გაიკეთა
4. "ამ კაბაში სიმსუქნე საერთოდ არ გეტყობა"
არ არის საჭირო იმის შეხსენაბა, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩადგა ფორმაში. ამის თქმას ჯობია უთხრათ, რომ ეს კაბა ძალიან უხდება.
5. "ეს რომ ჩემი შვილი იყოს"...
დედისთვის ეს სიტყვები ჭკუის სწავლებაა, რომელიც აგრძნობინებს, რომ ცუდი დედაა. ამის ნაცვლად უთხარით: "სხვანაირად რომ სცადო?"
6. "ისევ ორსულად ხარ?"
ეს იგივეა, უთხრათ, ისევ გასუქდი? მსგავსი კითხვების დასმას არ გირჩევთ.
7. "ბავშვს ამას როგორ აჭმევ"...
თუ შოკოლადს გაასინჯებს და ხორცის მაგივრად სადილზე სოსისს აჭმევს, ეს მხოლოდ არჩევანია და არა დანაშაული. ყველა თანამედროვე დედამ იცის, რომ ეს პროდუქტები არაჯანსაღია. შეიძლება უდროობის გამო მოიქცა ასე, ყოველ შემთხვევაში, პროდუქტის მავნებლობაზე იცის და გაუგონია. ამიტომ ზედმეტი შეხსენება და მით უმეტეს, დადანაშაულება, მართლაც ნერვებს მოუშლის.
8. "ჩემი შვილიც იჩიჩქნიდა ცხვირს"
არ არის ლამაზი, როცა ბავშვის მავნე ჩვევაზე დედასთან აკეთებთ აქცენტს. ჯობია თავი ისე დაიჭიროთ, თითქოს არც შეგიმჩნევიათ.
შეგიძლიათ თქვენი ვერსიებიც შემოგვთავაზოთ, რომლებსაც კომენტარებში მიუთითებთ:)