"ზაფხულის სეზონს ყველა მოუთმენლად ელოდება. ალბათ, იშვიათად მოიძებნება ვინმე, ვინც წელიწადის ამ დროს არ ელოდება. გთავაზობთ საზაფხულო სიტუაციურ გამონათქვამებს, რომელიც ვფიქრობთ, გაგახალისებთ:
მშობელი: "როგორც პატარძალს პირველი ღამე, ამ ზაფხულსაც ექიმი არ აგვცდა" დედამთილი რძალს: "ყავის ჭიქაში სადილის მომზადებაზე ჯერ არაფერი ამოგივიდა?" კარჩამოვარდნილ მაცივარზე: "ეტყობა პროტესტის ნიშნად, კარი "შემოიხია". "ჩემი შვილიშვილები მაცივრის კარსა და საქანელას ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ" "იმხელა კოღოებია, უკვე სახეზე ვცნობ". "კოღომ მთელ ოჯახს დნმ-ის ტესტი ჩაგვიტარა". "მთელი ღამე კოღო მღეროდა, მე ტაშს ვუკრავდი". "ოჯახში ჰამაკში ჩაჯდომაზე კონკურსი გამოვაცხადეთ". ცოლი ქმარს: "რომელი ტარზანი შენ მყავხარ, ტანზე ჩაიცვი, მეზობელი მოდის" "ნუ ტოვებთ ჩართულ კონდენციონერს, თორემ მთელი ღამე თეთრი დათვები მესიზმრებიან". ბავშვები: "წიგნი მოდის, გავიქეცით". "მეგონა სამნი ვიყავით, სანამ მეზობელმა თავისი ბავშვი არ "გვისახსოვრა"... "დედაჩემი მხოლოდ ერთ სეზონს აღიარებს... ზაფხულია და მე მაინც რეიტუზი მაცვია". დედა შვილს: "შეხედე თევზს, რა ადვილად ცურავს, შენც შეგიძლია". დედამთილი რძალზე: "ქვაზე დახატული ეშმაკი ქვიშაზე დახატულ ეშმაკად გადაიქცა". ზღვის ტალღებზე ეფექტური სიმინდის გამყიდველის ხმაა, ვერასდროს დაივიწყებ". "გვერდით შეზლონგზე მწოლიარე ქალმა ჩემს ქმარს თვალები აუხილა და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ არც სხვების ცოლებს ექნებათ უკეთეს დღეში ნევრები".
უფრო სახალისო რომ გავხადოთ ზაფხულის ცხელი დღეები, კომენტარებში მოგვწერეთ, თქვენი საზაფხულო ფრთიანი ფრაზები.