"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს?
"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს?
  • გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება.
  • ბავშვს ვინ გაზრდის? გაქვს იმდენი ხელფასი, რომ ძიძა აიყვანო?
  • შენ კიდევ ორსულად ხარ?
  • რას არქმევ? რატომ?
  • რატომ დედამთილის/მამამთილის სახელს არ არქმევ? გაუხარდებოდა...
  • უი, როგორ გასუქებულხარ. ბევრი მოიმატე?
  • ჩემი რძალი ორსულობის დროს ასე აკეთებდა, ისე არ აკეთებდა... (თავისი რძლით ამაყი მეზობელი).
  • რამ დაგღალა? მე შენს მდგომარეობაში ბავშვებს და ქმარს ვუვლიდი, დედამთილს, სახლს და ა.შ.
  • შენ სულ ორსულად უნდა იყო?..
  • რძე თუ გექნება, აჭამე, არ დაიზარო...
  • მუცელი რატომ არ გეტყობა?/ რამხელა მუცელი
    გაქვს...

P.S. თქვენ რას დაამატებდით?

მერი ბლიაძე
ტეგები: ორსულობა
1260
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნიტა
0
როცა გავთხოვდი, უნის მესამე კურსზე ვიყავი მე და მეოთხეზე მეუღლე. ორივე ვმუშაობდით, მაგრამ სტუდენტური, ნახევრად განაკვეთზე მიღებული შემოსავალი ცოტა იყო და მაინც ჩვენს მშობლებზეც ვიყავით დამოკიდებული. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების მერე გვეფიქრა ბავშვებზე. 5 წლის განმავლობაში წარმატებით ვიცავდით თავს და 5 წლის მერე, როგორც კი შევწყვიტე კონტრაცეპტივები, ვარ ორსული და შემჭამეს კითხვებით, ვისთან იმკურნალე? თან ისეთები მეკითხებიან, თვითონ რომ არ სჭირდებათ მკურნალობა ნამდვილად. როცა სწყინთ, ჰგონიათ ვუმალავ. არ ვმალავ ადამიანებო, ხდება ასეც. რომც მემკურნალა არ დავმალავდი, არ არის სასირცხვილო ექიმთან მისვლა.
13:41 / 21-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?