დედების სალონისიცილის ოთახი
"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს?
"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს?
  • გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება.
  • ბავშვს ვინ გაზრდის? გაქვს იმდენი ხელფასი, რომ ძიძა აიყვანო?
  • შენ კიდევ ორსულად ხარ?
  • რას არქმევ? რატომ?
  • რატომ დედამთილის/მამამთილის სახელს არ არქმევ? გაუხარდებოდა...
  • უი, როგორ გასუქებულხარ. ბევრი მოიმატე?
  • ჩემი რძალი ორსულობის დროს ასე აკეთებდა, ისე არ აკეთებდა... (თავისი რძლით ამაყი მეზობელი).
  • რამ დაგღალა? მე შენს მდგომარეობაში ბავშვებს და ქმარს ვუვლიდი, დედამთილს, სახლს და ა.შ.
  • შენ სულ ორსულად უნდა იყო?..
  • რძე თუ გექნება, აჭამე, არ დაიზარო...
  • მუცელი რატომ არ გეტყობა?/ რამხელა მუცელი გაქვს...

P.S. თქვენ რას დაამატებდით?

მერი ბლიაძე
ბეჭდვა