არაფერი ისე მოკლედ და სხარტად არ გადმოსცემს სათქმელს, როგორც მშობლის მიერ შვილისთვის სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებული ბარათი. ინტერნეტში ხშირად ვრცელდება მსგავსი ბარათები. ვეცადეთ, მათგან ყველაზე სახალისოები შეგვერჩია.
"ლევან, საჭმელი გაუცხელე ბაბუას და ჯერის. ბაბუას წვნიანი მაცივრის ზედა თაროზეა შუშის თავსახურით. ჯერის ფაფა დაბლა კუთხეში დევს, პლასტმასის კონტეინერით. არა!!! არ არის სულ ერთი!!! სულ სხვადასხვა საჭმელია და არ აურიო მაშინდელივით".
"საათნახევარი მოვუნდი სამზარეულოს გახეხვას. ერთი ლაქაც რომ დამხვდეს, დაგხოცავთ. დედა"
"ცუდად გამოიყურება, მაგრამ გემრიელია, შენს თავს ვფიცავარ!"
"გინდა კომპიუტერის ახალი პაროლი?
1. ჯერ ლოგინი გაასწორე.
2. მერე მტვერსასრუტით ხალჩა მოწმინდე.
3. მერე ძაღლი გაასეირნე და მიიღებ".
"შვილო, მთელი კვირის სამყოფ ფულს გიტოვებ. ქალებში არ დახარჯო - ამდენი არ ღირს".
"სახლში ძაღლის საჭმლის მეტი არაფერია. 5 საათისთვის მოვალ და მოგხედავთ".
"ფული შენს თავდაყირა დაყენებულ ოთახში დავმალე. დაიწყე მილაგება და გამოჩნდება.".
"მომკლა დესკტოპის ხეხვამ. როცა კომპთან ზიხარ, თავი მიაბრუნე და ისე დააცემინე. არც ჭამო კომპიუტერთან".
"მამას შეახსენე, საჭმელი გაგიცხელოს. მაშინდელივით ცივი გუფთა არ ჭამოთ".
ასევე იხილეთ: ცოტა ხნით მაინც ტელევიზორად მაქციე - მესამეკლასელი ბიჭუნას სულის შემძვრელი თხოვნა
"მე არ ვარ იდეალური მამა, მაგრამ შენ ჩემი ცხოვრების ღერძი ხარ“ - მამის წერილი
დედის წერილი მშობიარე ქალიშვილს
წაუკითხეთ თინეიჯერ შვილებსა და შვილიშვილებს - უმბერტო ეკოს წერილი შვილიშვილს