"უნდა, რომ მასთან უფრო მეტ დროს ვიყო, ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდეთ, - მშობლებიც, ბებიებიც, ბაბუებიც, რაღაც ასეთი ბედნიერი სურვილები აქვს" ახალი წელი კარს მოგვადგა. ეს დღესასწაული განსაკუთრებით პატარებს უხარიათ, რადგანაც ბევრ სიტკბოსთან და საჩუქართან არის დაკავშირებული. საჩუქრებს და სურპრიზებს კი თოვლის ბაბუასგან ელიან, რომელსაც ახალი წლის მოსვლამდე ვრცელ წერილებს სწერენ.
ჩვენ რამდენიმე ცნობილ ადამიანს შევეხმიანეთ კითხვით, თუ რა წერილი მისწერეს შვილებმა თოვლის ბაბუს.
კოტე თოლორდავა, მსახიობი:
- თოვლის ბაბუას მე ვწერ ახლა წერილებს (სიცილით ამბობს), - ბავშვები მკარნახობენ და ისე. ბუკას, ჩემს უფროს შვილს, უკვე იმხელაა, რომ ნაკლებად სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, თარაშმა, რომელიც 2 წლის არის, არ იცის წერილი როგორ მისწეროს. აი, ტასო კი 6 წლის არის და მაგ საკითხით ძალიან დაინტერესებულია. სწამს ამ ყველაფრის და სჯერა, რომ თოვლის ბაბუა სურვილებს აუსრულებს. თან, ისეთ რაღაცებს ამბობს, - უნდა, რომ მასთან უფრო მეტ დროს ვიყო, ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდეთ, - მშობლებიც, ბებიებიც, ბაბუებიც, რაღაც ასეთი ბედნიერი სურვილები აქვს, ასევე უნდა "სამაკატკაც". მინდა, რომ მას ყველა სურვილი აუსრულდეს.
- მისწერა სანდრომ თოვლის ბაბუას წერილი?
თამუნა მუსერიძე, ტელერადიოწამყვანი:
- კი და წელს ცუდ დღეში ვარ.
- რატომ?
- ბავშვმა ბევრი საჩუქარი ითხოვა. ათასი ცალი "ლეგოს" სათამაშო, რეინჯერების ნაკრები და ოქროს თევზი.
- მერე?
- ვფიქრობთ ალტერნატივაზე, მაგრამ ჯერჯერობით უკან არ იხევს და ვნახოთ.
- ოქროს თევზზე რა უნდა ქნა?
- ოქროსფერ თევზს ვიყიდი (სიცილით ამბობს).
ანი გიუნტერი, ჟურნალისტი:
- კი, დაწერეს წერილები. ლაზარეს თოფი უნდა.
მაშოს - საექიმო სათამაშოები, - ვინმეს ექიმი რომ დასჭირდეს და მოარჩინოს. ასევე უნდა თოჯინა.
გაგიკვირდებათ და არამატერიალური სურვილიც გაუჩნდა:
ყველა ერთად რომ იყოს: ბებო, ბაბუ, ლაზარე, დედა, მამა და მე. ჩემთან ბევრი ბევრი მეგობარი რომ მოდიოდესო. ლაზარემ თქვა, - მე კარგად ვიქცევი, ყველას ვუჯერებ და თოვლის ბაბუას სმს-ი მისწერეო და წერილი დამაწერინა. უფრო სწორად ჩემი დახმარებით დაწერა და ბაბუასთან
გაგზავნა.
გაგრძელება