წარმოიდგინეთ მშობლების მდგომარეობა, რომლებიც ყოველ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე ერთ ორომტრიალს აყენებენ ცოტა ხნის წინ საიტმა mshoblebi.ge-მ მშობლებს რამდენიმე რჩევა შესთავაზა, თუ როგორ აჭამონ უჭმელ ბავშვს უფრო მოხერხებულად. საერთოდ, უჭმელი ბავშვი ოჯახის განსაცდელია. წარმოიდგინეთ მშობლების მდგომარეობა, რომლებიც ყოველ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე ერთ ორომტრიალს აყენებენ, ოღონდ მათმა შვილმა რამდენიმე ლუკმა გადაყლაპოს.
როგორც ყოველთვის, გაჭირვებამ მშობლებსაც აპოვნინა გამოსავალი - ჩვენს რჩევებს მკითხველთა კომენტარებში ბავშვის გამოკვების ისეთი ორიგინალური მეთოდები მოჰყვა, რომ საიტის რეკომენდაციები აშკარად დაჩრდილა. გთავაზობთ ამ კომენტარებს და კვლავაც ველით გამოხმაურებას.
მაშ ასე, როგორ ვაჭამოთ "უჭმელ" ბავშვს - რჩევებს საიტის მკითხველები გვაძლევენ:
ნათია
ეჰ, სამი გავზარდე ასეთი მასხარაობით, ყველა ხერხს ვიყენებდი, მაგრამ მესამე ნამეტანი განათლებული გამოდგა და ასეთი რაღაცები აღარ ჭრის. ჩვენ ჭამის დროს ლიფტს ავყვებ-ჩავყვებით ხოლმე... დღეში რამდენჯერმე.
ნატა
ჩემი მეუღლე, მახსოვს, ჩვენი ელენიკო სუპებს რომ არ ჭამდა, აჭარულს ცეკვავდა მთელი ემოციებით და ასე ვაჭმევდი ხოლმე, სანამ ლაპარაკი არ იცოდა. ბავშვიც ნაჭამი რჩებოდა და მეუღლეც ზედმეტ წონას ებრძოდა. ახლა გაიზარდა და მაინც უჭმელია და აღარც აჭარული ჭრის.
ნინო
მე ძალიან მადგება სკამ-მაგიდა. ჩავსვამ შიგნით, დავუყრი სათამაშოებს და რადგან გასაქანი არა აქვს, იძულებულია პირი გააღოს. მობილურიც კარგი გამოსავალია, მაგრამ ჯერ ერთი, შვრიით მოთხუპნულს რამდენიმე დღე ხმა უვარდება, თანაც მავნებელიაო, ამბობენ. ამიტომ იშვიათად ვიყენებ.
ბებო
ჩემი მეთოდით ჩვენს ოჯახში თაობებია გაზრდილი. დავუდგამ სკამს ონკანის წინ, მოვუშვებ წყალს და წუწაობა და ჭამა ერთად იწყება.
თამუნა
5 შვილი მყავს. მჭამელებიც და უჭმელებიც. 1 წლიდან თვითონ ჭამენ. მერე რა, რომ ნახევარს ძირს ყრისან თავიდან. სხვანაირად ვერც ისწავლიან. მთავარია ერთად დასხდეთ ყველა და პატარები დიდებს მიბაძავენ დროთა განმავლობაში.