დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები: "თუ ახლა ღრიალს არ შეწყვეტ, გაგწკეპლავ" დედამ მასწავლა - შეუძლებელის გადალახვა: "პირი დახურე და ჭამე".
დედამ მასწავლა - სხვისი შრომის პატივისცემა: "თუ ერთმანეთის დახოცვას აპირებთ, ქუჩაში გადით, ამ წუთას მოვწმინდე იატაკი".
დედამ მასწავლა - ღმერთის მწამდეს: "ილოცე, რომ ეს საშინელება ამოირეცხოს".
დედამ მასწავლა - ლოგიკურად აზროვნება: "იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი, და მორჩა".
დედამ მასწავლა - შედეგებზე ფიქრი: "აი, გადავარდები ახლა მანდედან და არ წაგიყვან მაღაზიაში".
დედამ მასწავლა - ამტანობა: "არ გამოხვალ მაგ კუთხიდან, სანამ ბოლომდე არ შეჭამ".
დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები: "თუ ახლა ღრიალს არ შეწყვეტ, გაგწკეპლავ".
დედამ მასწავლა - არ მშურდეს: "ამქვეყნად მილიონობით ბავშვია, რომელთაც შენსავით არ გაუმართლათ და არ ჰყავთ ასეთი მშობლები".
დედამ მასწავლა, როგორ უნდა გავხდე დიდი: "თუ ბოსტნეულს არ შეჭამ, არასდროს გაიზრდები".
დედამ მასწავლა, მომავალს თამამად შევხედო: "დამაცადე, სახლში დაგელაპარაკები!"
დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები: "ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!"
დედამ მასწავლა სამართლიანობა: "აი, შენი შვილები რომ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!"