მამაშვილობის თემა დედაშვილობაზე არანაკლებ სათუთი და გულისამაჩუყებელია. თუმცა მამასთან დატოვებული ბავშვები ერთი დიდი კურიოზიცაა მამაშვილობის თემა დედაშვილობაზე არანაკლებ სათუთი და გულისამაჩუყებელია. თუმცა მამასთან დატოვებული ბავშვები ერთი დიდი კურიოზიცაა. გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ისტორიას.
***
ორი წლის გოგონა დედამ მეუღლესა და მეგობრის მეუღლეს დაუტოვა, თვითონ კი დაქალთან ერთად რამდენიმე საათით საქმეზე გავიდა. მამაკაცებს მარტივი ამოცანა მისცეს - უნდა ეჭმიათ გოგონასთვის ფაფა და შუადღისას - მოხარშული კვერცხი.
ყველაფერმა კარგად ჩაირა, დედას ბავშვი მაძღარი დახვდა, სამაგიეროდ სამზარეულოს ვეღარ იცნობდი - გაზქურაზე მიმწვარი რძე მოჩანდა, თითქმის ყველა თეფში დასვრილი იყო და განა მარტო თეფშები? ქვაბებიც, თანაც არაერთი. დედამ ყველაზე დიდი 6-ლიტრიანი ქვაბი აიღო და გაოგნებულმა ქმარს ჰკითხა: "ამაში რაღა მოუმზადე?" პასუხი: "კვერცხი მოვხარშე"...
***
5 წლის გოგონამ, რომელიც მამასთან დატოვეს, ცალი კიკინა მოიჭრა და მძინარე მამას მელოტ შუბლზე სუპერწებოთი დააწება.
***
მამიკოს 2 ბავშვი (3 წლის და 5 წლის) დაუტოვეს ცოტა ხნით. თან ძალიან ადვილი დავალება მისცეს, მხოლოდ წვნიანი უნდა ეჭმია მათთვის, რომელიც დედას წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მართლაც გამოიღო მამამ მაცივრიდან წვნიანი, თავი აჰხადა და ბავშვებს გამოუცხადა, დედას სოკოს სუპი დაუტოვებიაო. სამწუხაროდ, პირველივე ლუკმაზე ბავშვები საშინლად დაიჯღანენ და ფუ-უ-უ-ც ერთდროულად წარმოთქვეს, მაგრამ მამამ შეახსენათ - საწყალმა დედამ ამდენი იწვალა, მოამზადა და რომ არ ჭამოთ, ნერვიულობისგან ცუდად გახდებაო.... როგორც ჩანს, ძალიან დამაჯერებლად გამოუვიდა, რადგან ბავშვებმა თეფშები მოასუფთავეს.
მამა კმაყოფილი დარჩა, დედა - შოკში ჩავარდა. რატომ? იმიტომ, რომ სოკოს ჭმევა ბავშვებისთვის არც უფიქრია, ბოსტნეულის წვნიანი ჰქონდა გამზადებული. ის კი, რაც მამამ ბავშვებს აჭამა, უბრალოდ წყალში დამბალი უმი სოკო იყო, რომლის მომზადებასაც დედა მოგვიანებით გეგმავდა.
***
ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ბებია და ბაბუა არ ცხოვრობენ, დედ-მამა კი ორივე მუშაობს და რიგრიგობით უვლიან ბავშვებს. სამზარეულო შესასვლელშივე გვქონდა. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, ჯერ კიდევ პალტოიანი ავხდიდი თავსახურს ტაფას ან ქვაბს... განა მშიოდა, საჭმლის იერით ვიგებდი, სახლში დედა მხვდებოდა თუ მამა. ნახევრად დამწვარი კარტოფილი მამის ხელწერა იყო... რომც არ დაეწვა, მაინც რუხი ფერის გამოსდიოდა... დღემდე ვერ ვიტან გაშავებულ და მშრალად შემწვარ კარტოფილს - იმ დედას მონატრებული ბავშვის იმედგაცრუება ახლავს თან :)
კომენტარებში ველით უკეთეს და უფრო მხიარულ შემთხვევებს საკუთარი და ახლობლების გამოცდილებიდან