გახარებული წავა პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს... ქალს შეეძინება შვილიშვილი და გახარებული გაიქცევა ეკლესიაში
დაანთებს სანთელს, ღმერთს ეხვეწება:
- ღმერთო, შვილიშვილი შემეძინა და მაცოცხლე კიდევ ერთი 15 წელი.
ღმერთი ეტყვის:
- 15 წელი რა არის, ახალგაზრდა ქალი ხარ, იცოცხლე კიდევ 35 წელიო.
გახარებული ქალი წავა პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს, გაახალგაზრდავდება, თმებს დაიგრძელებს, მკერდს გაიდიდებს, ბოტოქსს გაიკეთებს.
გამოვა კლინიკიდან. დაეჯახება მანქანა და მოკვდება.ზეცაში ღმერთს ეუბნება:
- ღმერთო, ხომ შემპირდი, კიდევ 35 წელს გაცოცხლებო?
- კი შეგპირდი, მაგრამ ვეღარ გიცანიო...